ოკტოპუსი: შემოსავლები ვერ ფარავს კომპანიის ხარჯებს

ოკტოპუსი: შემოსავლები ვერ ფარავს კომპანიის ხარჯებს

access_time2021-05-20 15:30:33

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ფიტნეს დარბაზებში მომხმარებელთა აქტივობა მაღალია, რადგან გაიზარდა იმის აღქმა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია.


„აქტივობის გაზრდას ხელი შეუწყო ამ კვირაში ე.წ კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევამ. მანამდე კი, როდესაც გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იყო, მომხმარებლები სამსახურის შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ ფიტნესზე სიარულს. მიუხედავად იმისა, რომ მომართვიანობა გაზრდილია და უახლოვდება მეტ-ნაკლებად იმ მონაცემებს, რაც იყო პანდემიამდე, ხარჯების დაახლოებით 40%-იანი მატების მიუხედავად, ფასები არ გაგვიზრდია,“ - აცხადებს ასათიანი.


მისი თქმით, კლუბების უმრავლესობას აქვს სასესხო ვალდებულებები, რომელიც დაგროვილი დავალიანებების გამო გაიზარდა.


„თანხობრივად ბანკის სესხის მომსახურეობა გაიზარდა, ამავდროულად იურიდიული პირებისთვის დაახლოებით 35%-ით არის მომატებული კომუნალური გადასახადები. გაზრდილია საოპერაციო ხარჯები, მათ შორის, დამატებით სანიტარიზაციაზე, დეზინფექციასა და ასე შემდეგ,“ - აცხადებს ასათიანი.



„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ფიტნეს სექტორისთვის არანაირი საგადასახადო შეღავათი არ ყოფილა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.


„მომართვიანობა და შემოსავლები მაინც ვერ აუდის იმ ხარჯვით ნაწილს რაც კომპანიებს გააჩნიათ. ფასის გაზრდით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში სპორტულ დარბაზებში შემცირდება მომხმარებელთა აქტივობა. ყველაზე იდეალური გამოსავალი იქნებოდა სახელმწიფოს სექტორისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა,“ - აცხადებს ასათიანი.


მისი თქმით,დ ღევანდელი მდგომარეობით, რაიმე ტიპის გაფართოებასა და რეინვესტიციაზე საუბარი ნაადრევია.


ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“ 2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით. კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.


business-partner.ge



თეგები:
ოკტოპუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up