„ოკტოპუსი“ საქართველოში ყველაზე დიდ პრემიუმ კლასის ფიტნეს დარბაზს  ხსნის  (ფოტოები)

„ოკტოპუსი“ საქართველოში ყველაზე დიდ პრემიუმ კლასის ფიტნეს დარბაზს ხსნის (ფოტოები)

access_time2020-02-04 13:30:08

„ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“ თბილისში „სითი მოლი საბურთალოს“ სავაჭრო ცენტრში ახალ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ კლუბის დირექტორმა გიორგი ასათიანმა განუცხადა, ახალ ფილიალს პრემიუმ-პრაიმ ლოკაცია ექნება, ანუ ის მაღალ კლასზე იქნება გათვლილი.


„ახალ ფილიალს, რომელიც „სითი მოლი საბურთალოში“ გაიხსნება პრემიუმ-პრაიმ ლოკაცია ექნება. მას დამატებით ისეთი უპირატესობების ექნება, რომელიც ქართული ბაზარისთვის სიახლეა. ორ საკითხზე ვაკეთებთ აქცენტს, პირველი - გვინდა იყოს სრულყოფილი და ყველა სახის ვარჯიშისთვის აუცილებელი სივრცე შექმნილი, რაც გულისხმობს, იმას რომ დამოუკიდებლად იქნება თავისუფალი სავარჯიშო, ტრენაჟორების, კარდიო, სპინინგის, აერობიკის, პილატესის ზონები და ა.შ. ანუ ყველა ზონა თავს ერთ ადგილას მოიყრის, ფართი ამის საშუალებას გვაძლევს. მეორე - აქ იქნება მაღალი ტექნოლოგიები, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი თაობის ტრენჟორები განთავსდება, რომლებიც ინტეგრირებულია ადამიანის ქცევასთან, მაგალითად გვექნება ტრენაჟორები, სადაც ადამიანს საშუალება ექნება თავის გვერდზე შევიდეს და გამოიყენოს როგორც სოციალური ქსელები, ასევე განახორციელოს სხვადასხვა საქმიანობა ინტერნეტში. გარდა ამისა ტრენაჟორებს ექნებათ ისეთი საშუალებები, რომლებიც გაზომავს იმას თუ რამდენს ვარჯიშობს ადამიანი, რამდენ კალორიას წვავს, რამდენი გაიარა და ა.შ. ამას დაემატება ისეთი მომსახურებები, როგორიცაა საუნა, სოლარიუმი და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი ასათიანმა.



მისივე თქმით, ახალი ფილიალი, რომელიც „ოკტოპუსისთვის“ მესამე იქნება, თბილისში არსებული ყველა ფიტნეს კლუბისგან განსხვავებულია, მისი მთავარი უპირატესობა დიდი სავარჯიშო სივრცე და ბევრი საპარკინგე ადგილია.



„ოკტოპუსის ახალი ფილიალი განსხვავებული იქნება არამარტო არსებული ფილიალებისგან, არამედ თბილისის ყველა ფიტნეს კლუბისგან რაც დღესდღეისობით ბაზარზე არის. ჩვენი ძირითადი პლიუსია დიდი სივრცე, სადაც სავარჯიშო ზონა 1600 კვ.მ-ზეა გაშლილი, რომელიც თბილისისთვის ყველაზე დიდი სივრცეა. ასევე დიდი უპირატესობა აქვს შენობას, რადგან თავიდანვე გათვალისწინებული იყო აქ ფიტნეს ცენტრის გახსნა და ყველა სტანდარტი პირველივე დღიდან დაცული იყო, მათ შორის ჭერის სიმაღლე, ვიტრაჟები და პარკინგი, რომელიც ჩვენი კლიენტებისთვის უფასოა. ეს ჩვენი მესამე ფილილი იქნება, რომელსაც თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავხსნით. პრემიუმ-პრაიმ ლოკაციის და მაღალი კლასის გამო, მომსახურება შედარებით მაღალფასიანი იქნება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ფილიალების გახსნას კვლავ ვგეგმავთ, არის შემოთავაზებები როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განმარტა გიორგი ასათიანმა.


 

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness - ის და Tecnogym - ის ტრენაჟორებით. კლუბი აგრეთვე გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.



ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up