დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს,რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:
"იშვიათი რამ მოხდა ნავთობის ბაზარზე. ამერიკული ნავთობის (შედარებით დაბალხარისხიანის) ფასი დაეცა ნულამდე. უფრო მეტიც, ნულს ქვემოთ. ოღონდ წაიღე და იქით გაჩუქებენ დაახლოებით 20 ცენტს ბარელზე.
როგორ შეიძლება ავხსნათ ეს უცნაურზე უცნაური მოვლენა? ძალიან მარტივად. თუმცა ”ძალიან მარტივად” ჩვეულებრივი საყველპურო სიტყვაა და ამიტომ ვამბობ ასე თორემ, ვაი ამ ”სიმარტივეს”( რაც სინამდვილეში ძალიან რთულია:))
ჩახლართულად ვამბობ ხომ? ამ მოვლენას ჩაუხლართავად ვერ ახსნი.
მოკლედ, წარმოვიდგინოთ, რომ გაქვთ ჭა. ამოდის წყალი, თქვენ ექაჩებით მოტორით, ასხამთ რეზერვუარში და იქიდან მერე აწვდით მყიდველს. ერთ არამშვენიერ დღეს, არ მოვიდა მყიდველი. რატომღაც არ დასჭირდა ამდენი წყალი. ჩვენი ჭიდან კი ამოდის წყალი, წყალს ექაჩება ტუმბო, აივსო რეზერვუარი და იწყებს გადმოღვრას. გააჩერებ ”წარმოებას”? -დაგეტბორება ჭა, ამიტომ ეხვეწები მყიდველს, ოღონდ მოგაცილოს ეს საქონელი და იქით აჩუქებ ფულს.
ასეთი რამ ხდება დღეს.
ესეც ამ საძაგელი კორონავირუსის ბრალია"-წერს გოცორიძე.