ოფშორული ლუქსემბურგი ინვესტორთა სამეულშია - „ეს შესაძლოა, ქართველი ჩინოვნიკების ფულიც იყოს"

ოფშორული ლუქსემბურგი ინვესტორთა სამეულშია - „ეს შესაძლოა, ქართველი ჩინოვნიკების ფულიც იყოს"

access_time2016-12-12 11:00:06

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 68,1 მილიონი დოლარი ოფშორული ლუქსემბურგიდან შემოვიდა, რაც მესამე კვარტლის მთლიანი ინვესტიციის 14,7%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ მაჩვენებლით ლუქსემბურგი ინვესტორ ქვეყნების სამეულშია და მოცულობით უსწრებს ჩინურ და ამერიკულ ინვესტიციებს.

 

ლუქსემბურგიდან ინვესტიციების მოცულობა 2012 წლის შემდეგ იზრდება და თანაც მნიშვნელოვნად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2012 წელს ოფშორიდან 42,031 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2013 -ში ამ მაჩვენებელმა 142,545 მლნ დოლარი შეადგინა, 2014-ში - 109,633 მლნ დოლარი, 2015-ში კი 105,959 მლნ დოლარი შეადგინა. 2016 წელს კი ოფშორული ლუქსემბურგი განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით სამეულშიც კი შევიდა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „კომერსანტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ლუქსემბურგიდან ინვესტიციები ძირითადად დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობასა და მცირედით უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.

 

რაც შეეხება ინვესტორებს და იმ საწარმოებს, სადაც ლუქსემბურგიდან ინვესტიცია ჩაიდო, ასე გამოყურება: შპს "აგრიჯორჯიაში" ინვესტიცია სს "ფერერო თრეიდინგ ლუქსმა" განახორციელა; შპს "სპან ფიშინგ ინდასტრი"-ში ინვესტორი იყო JAN.ჩO.შ.A.; შპს "გაბრატიონი-1882"-ის ინვესტორი იყო ლუქსემბურგული კომპანია „ქორაილ ინვესტი"; შპს "ჯორჯიან მანგანეზსა" და შპს "ჯი-ეი-ეი მენეჯმენტში" ინვესტიცია შპს "ჯორჯიან ამერიქან ელიოზმა" განახორციელა; შპს "მოგოს" ინვესტორი ლუქსემბურგული "მოგო ფინანსი" იყო; შპს "კრედიტ მენეჯმენტში" ინვესტიცია 4finance S.A.-მ განახორციელა; შპს "ჯორჯიან აგრო დეველომენტის" ინვესტორი შპს "ჯი სი ეფ ლუქსემბურგი" გახდა, შპს "რუსთავის აზოტში" კი "აგროქიმ ესეი"-მ ჩადო ფული.


 

 


ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, იქიდან კაპიტალის შემოდინება, ძირითადად, 2004 წლიდან შეინიშნება. ლუქსემბურგიდან კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზრდა 2012 წლის შემდეგ დაიწყო და დღეს უკვე ლუქსემბურგი ინვესტორთა სამეულშია. ეკონომისტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ იქიდან გადმორიცხული ფული, უფრო ზუსტად ინვესტიცია, ქართველი ჩინოვნიკების საკუთრებაც იყოს.

 


„ოფშორებიდან ინვესტიციების მოცულობის ძირითადი ნაწილი ქვეყნის ჩინოვნიკების ფულია, მათი, ვისაც შემოსავლების დეკლარირების პრობლემა აქვთ. თუმცა შეიძლება იყვნენ უცხოელი ინვესტორებიც, რომლებიც ოფშორში ოპერირებენ. მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ოფშორებიდან ადგილობრივი ჩინოვნიკების ფული ბრუნდება ქვეყანაში. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქაც შესაძლოა, ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, შეიძლება ეს იყოს ქართველი ჩინოვნიკების ფული, ან უცხოელი ინვესტორების", - განუცხადა „კომერსანტს" ხუხაშვილმა.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"

 



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up