„ოფშორულ სკანდალში“ მესიც მოხვდა – ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს

„ოფშორულ სკანდალში“ მესიც მოხვდა – ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს

person access_time2016-04-05 17:20:19

ლიონელ მესი პანამის დოკუმენტების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირების შემდეგ ესპანურ გაზეთს ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს.

 

El Confidencial -მა არგენტინის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი „საგადასახადო თაღლითური ქსელის ჩამოყალიბებაში“ დაადანაშაულა. ესპანური გაზეთის მიხედვით, ფეხბურთელი პანამურ კომპანია Mega Star Enterprises-ს დახმარებით შემოსავლების დამალვას ცდილობდა.

 


აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი მამასთან, ხორხე მესისთან ერთად 31 მაისს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. El Confidential -მა გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, სადაც ხორხე და ლიონელ მესები ოფშორულ კომპანია Mega Star Enterprises-ის მფლობელობას ხელს აწერენ. მასალების თანახმად, შუამავალი რგოლი მესებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ურუგვაელი იურისტები იყვნენ. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას თავდამსხმელმა და მისმა მამამ ოფშორული კომპანია მას შემდეგ შეიძინეს, რაც ესპანურმა საგამოძიებო სტრუქტურებმა €4.1 მილიონის შემოსავლების დამალვაში დაადანაშაულეს.

 

შესაბამისად, ოფშორული კომპანია 2014 და 2015 წლების საგამოძიებო საქმეებში არ ფიგურირებს. პანამის დოკუმენტები იურიდიული ფირმა Mossack Fonseca-ს საიდუმლო მასალებს წარმოადგენს და 11.5 მილიონ დოკუმენტის შეიცავს. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა Mossack Fonseca თავის კლიენტებს, მათ შორის მსოფლიოს მოქმედ და ყოფილ ლიდერებს, ფულის გათეთრებაში, სანქციების გვერდის ავლასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში. დოკუმენტები სახელმწიფოს 72 მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელს ეხება, მათ შორის ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს, ლიბიის ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ სიგმუნდურ გუნლეიგსონს და სხვა ყოფილ და მოქმედ ლიდერებს, მათ შორის მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც, დოკუმენტების თანახმად, კავშირი აქვს ოფშორში რეგისტრირებულ "ლინდენ მენეჯმენტთან."



ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up