OFOODO არის საქართველოში დაფუძნებული ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა რესტორანზე, დაათვალიეროს მენიუ ონლაინ, დაჯავშნოს მაგიდა და შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანით (Delivery) ან ადგილიდან წაღებით (Pick-up).
არსებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე OFOODO-ს დამფუძნებლების გუნდი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საქართველოში მოქმედ ყველა რესტორანს, კაფე-ბარს და სასტუმროს აძლევს შესაძლებლობას 1 სექტემბრამდე უფასოდ გამოიყენოს პლატფორმა და ელექტრონული მენიუ (OFOODO-ს გუნდი დაეხმარება რესტორნებს ელექტრონული მენიუს აწყობაში და პლატფორმაზე რეგისტრაციაში ასევე სრულიად უფასოდ)
ჩვენი ინოვაციური სისტემის საშუალებით რესტორანში მისული სტუმარი შეძლებს საკუთარი სმარტფონის გამოყენებით, აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე დაათვალიეროს მენიუ, აირჩიოს სასურველი კერძი და გააკეთოს შეკვეთა სოციალური დისტანცირების და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
არაერთი ქვეყანა არსებულ რეალობასთან ადაპტირების პარალელურად უარს ამბობს ტრადიციულ, მრავალჯერადი გამოყენების მენიუებზე და შესაბამისად ჩვენი შეთავაზებული ალტერნატივა დროული და ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.
პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი შეძლებს:
- სასურველი რესტორნის დისტანციურად დაჯავშნას და მენიუს არჩევას
- მიტანის სერვისით (delivery) სარგებლობას
- ადგილიდან წაღების (Pick-up) სერვისის მიღებას
- ელექტრონული QR მენიუთი სარგებლობას და ადგილიდან დისტანციურ შეკვეთას
რესტორნების, კაფე-ბარების და სასტუმროების მფლობელებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.OFOODO.com ან დაკავშირება კოორდინატებზე: ელ.ფოსტა - business@ofoodo.com, მობილური +995 555 696 864
R