სიახლე სარესტორნო ბიზნესში - OFOODO-ი ქაღალდის მენიუს ელექტრონულით ცვლის

სიახლე სარესტორნო ბიზნესში - OFOODO-ი ქაღალდის მენიუს ელექტრონულით ცვლის

access_time2020-06-02 11:30:06

OFOODO-ს პლატფორმაა, რომელიც  მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა რესტორანზე, დაათვალიეროს მენიუ ონლაინ, დაჯავშნოს მაგიდა, ასევე შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანით. პლატფორმა უკვე ერთი წელია არსებობს და დღეის მდგომარეობით 50 რესტორანს აერთიანებს. ხოლო წლის ბოლომდე აპლიკაციის საშუალებით საქართველოში არსებული ყველა წამყვანი რესტორნისა და სასტუმროს ხილვაა შესაძლებელი.


როგორც „კომერსანტს“ ofoodo-ს პროექტის მენეჯერმა ლაშა შარიქაძემ განუცხადა, პლატფორმა საერთაშორისოა  და ის მეზობელი ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.აპლიკაციის ერთ-ერთი დადებითი მხარეა ის, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან ასევე სხვა ქვეყნიდანაც შესაძლებელია სასურველ დროს რესტორანში მაგიდის დაჯავშნა.




„დაახლოებით 50 რესტორანს ვაერთიანებთ და ვმუშაობთ ბაზის გაზრდაზე. იმ რესტორნების გარდა, რომელთანაც უკვე ვთანამშრომლობთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისისა და ზოგადად საქართველოს  ყველა წამყვან რესტორანთან და სასტუმროებთან.  პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა აპლიკაციისადმი ინტერესი. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აპლიკაციით სარგებლობა რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის სექტემბრამდე უფასოა. მომხმარებლებისთვის კი ეს სერვისი ყოველთვის უფასო, იქნება საკომისიოს ჩვენ კომპანიებისგან ავიღებთ.არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით და წლის ბოლომდე რეგიონის ქვეყნებშიც ვაპირებთ გასვლას, სადაც გვყავს პარტნიორები და აუცილებლად დავიწყებთ აქტიურ მუშაობას“,-განაცხადა ლაშა შარიქაძემ.


ofoodo-ს პროექტის მენეჯერის თქმით, აპლიკაციის საშუალებით, რესტორნის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ენის ბარიერი აქვთ საქმე უადვილდებათ, რადგან შეკვეთის დროს არ უწევთ უშუალო შეხება სტუმართა. გარდა ამისა, ofoodo ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც ზრუნავს და ქაღალდის მენიუს ელექტრონულით ანაცვლებს.


„ჩვენ ვეხმარებით როგორც რესტორნის ,ასევე სასტუმროს თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ ენის ბარიერი.  გარდა ამისა, აპლიკაციის ელექტრონული მენიუ ქაღალდის ჩანაცვლებაზეა ორიენტირებული. რაც ბევრად იაფია კომპანიისთვის და მორგებულია ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნვაზე.ჩვენს მიერ უხეში კალკულაციის ჩატარების შემდეგ გაირკვა რომ რესტორანს საკმაოდ ძვირი უჯდება ქაღალდის მენიუ, მასში ცვლილების შეტანაც არ არის ისეთი მარტივი როგორიც აპლიკაციის მენიუში.  ქაღალდის ჩანაცვლებით ეკოსისტემაზე ვზრუნავთ, რომელიც ყველა კომპანიის და თითოეული ადამიანის მოვალეობაა“,-აღნიშნა შარიქაძემ.



ნათია ლომიძე 


თეგები:
OFOODO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up