ირანის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ცნობით, ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშის“ („ისლამური სახელმწიფო“) ლიდერი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარია მუთაზ ალ-ჯაბურიზე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მოადგილე და ერაყის ტერიტორიაზე დაჯგუფების მეთაურია. ოპერაცია სირიაში, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში ჩატარდა და მასში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.
Imedinews.ge