ოფიციალურად, ამერიკა არჩევნებში გამარჯვებულს 6 იანვარს დაასახელებს

ოფიციალურად, ამერიკა არჩევნებში გამარჯვებულს 6 იანვარს დაასახელებს

access_time2020-11-05 13:30:16

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ამ დრომდე ელოდებიან 59-საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ხმის დათვლის პროცესი კი შესაძლოა დღეები გაგრძელდეს. მაგრამ ვინ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებულად?

 

ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ ამას მედია აკეთებს, რაც ასე ნამდვილად არ არის. ოფიციალურად კანდიდატის პრეზიდენტად გამოცხადებას ამერიკაში თვეები და რამდენიმე საფეხურის გავლა სჭირდება.

 

ამერიკის კონსტიტუცია დეტალურად განსაზღვრავს ყველა ნაბიჯს, რომელიც ზედმიწევნით უნდა იყოს გავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებულად დასახელება.


 


ნაბიჯების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

 

  • კანდიდატებს შორის არჩევანს აკეთებს მოსახლეობა;
  • მოსახლეობის განწყობების შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კოლეგია და კონკრეტულ კანდიდატს შესაბამისი რაოდენობის ხმას აძლევს;
  • საარჩევნო კოლეგია მათ მიერ განაწილებული ხმების საბოლოო შედეგს უგზავნის კონგრესს;


კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, იანვარში, ამერიკის მთავარი საკანონმდებლო ორგანო აცხადებს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში, საარჩევნო დღის შემდეგ ჩართულია ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა, საარჩევნო კოლეგია და ეროვნული არქივი. პროცესი რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს, რომლებიც დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ ამომრჩეველს შეეძლო სანდო ლიდერის არჩევა.

 

"დამფუძნებელ მამებს არ სჯეროდათ იმის, რომ ამერიკელ ხალხს პირდაპირ უნდა აერჩია პრეზიდენტი, მაგრამ არც ის სურდათ რომ პრეზიდენტის არჩევის ძალა მარტო კონგრესს ჰქონოდა,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას სინეს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ემი დეისი.


 


რა ხდება ახლა პროცედურების მიხედვით?

მილიონობით ადამიანმა 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა. ზოგიერთ შტატში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა რამდენიმე შტატში კი პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანგრძლივი პროცესის მიზეზი ნაადრევი და ფოსტით ხმის მიცემაა, მილიონობით საარჩევნო ბიულეტენის დათვლა კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც ყველა ხმა იქნება დათვლილი და პროცესი დასრულდება, შტატები საბოლოო შედეგებს, სრულ მონაცემებს შტატები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ არქივს გადასცემენ.

 

მას შემდეგ, რაც ხმები დათვლილია და მონაცემების ასლები ეროვნულ არქივში არის გადაგზავნილი, პროცესში ერთვება საარჩევნო კოლეგია. ე.წ. ელექტორები შტატებისთვის ასევე კონსტიტუციით განსაზღვრული რაოდენობის ხმებს კანდიდატებს ანიჭებენ, ხმების განაწილება კი მათ შტატში მიღებული შედეგების შესაბამისია. ყველა შტატს სხვადასხვა რაოდენობის დელეგატების ხმა აქვს განსაზღვრული. მაგალითად ტეხასს 38 ხმა აქვს, კალიფორნიას 55, ჩრდილოეთ დაკოტას 3 და ნებრასკას ერთი. ის კანდიდატი რომელიც კონკრეტულ შტატში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს შესაბამისი ხმის მფლობელი ხდება.

 

მაგალითად თუ კანდიდატი ტეხასში დააგროვებს 50 პროცენტზე მეტს მას საარჩევნო კოლეგიაში აქვს 38 ხმა, ხოლო თუ კალიფორნიაში გაიმარჯვებს მიიღებს 55 ხმას.

 

კოლეგიაში სულ 538 ხმაა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კი კანდიდატმა 270 ხმაზე მეტი უნდა დააგროვოს. წელს საარჩევნო კოლეგიამ საბოლოო შეხვედრა 14 დეკემბერს უნდა გამართოს და გამოაცხადოს 538 ხმიდან რამდენი მიიღო ჯო ბაიდენმა და რამდენი დონალდ ტრამპმა. ამ დროისთვის ჯო ბაიდენს 253 ხმა აქვს დონალდ ტრამპს კი 213. თუმცა ეს არ არის საბოლოო შედეგი და ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე შტატში გრძელდება.

 

კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებული სხდომა წელს 6 იანვარს გაიმართება სადაც კანონმდებლები გადაამოწმებენ არსებულ მონაცემებს და გამოაცხადებენ გამარჯვებულს.

 


პროცესი უმეტეს შემთხვევებში სირთულეებით არ არის დატვირთული თუმცა, ისტორიაში არსებობს ფაქტები გარკვეული წინააღმდეგობის შესახებ საუბარია 1969 და 2005 წლებზე, როცა საარჩევნო კოლეგიის ხმებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ისმებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლებმა მიიღეს რომლებმაც უარყვეს ბრალდებები და კანდიდატები გამარჯვებულად დაასახელეს.

 

თუ როგორ წარიმართება პროცესები ჯერ არავინ იცის, ამ დრომდე უცნობია საბოლოო შედეგები პენსილვანიაში, ნევადაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და ალიასკაზე.

 

amerikiskhma.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up