OECD/INFE: პანდემიის პერიოდში, მეწარმეთა 79%-ს ბრუნვა, 81%-ს კი მომგებიანობა შეუმცირდა

OECD/INFE: პანდემიის პერიოდში, მეწარმეთა 79%-ს ბრუნვა, 81%-ს კი მომგებიანობა შეუმცირდა

access_time2021-11-10 18:30:00

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა“ (OECD/INFE) 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ასევე ასახულია COVID 19-ის პანდემიის გავლენა ბიზნესის სხვადასხვა მაჩვენებელზე.



კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად კოვიდმა ზეგავლენა მოახდინა ბიზნესის ბრუნვასა და მომგებიანობაზე. კერძოდ, მეწარმეთა 79% ბრუნვის, ხოლო 81% - მომგებიანობის მნიშვნელოვან ან, ზოგადად, შემცირებაზე მიუთითებს.



ყველაზე ნაკლებად პანდემიამ კომპანიის ვალდებულებებსა და თანამშრომელთა რაოდენობაზე მოახდინა გავლენა. მეწარმეთა 52% აღნიშნავს, რომ პანდემიის შედეგად მათი ვალდებულებები არ შეცვლილა, ხოლო 72% მიუთითებს, რომ მათი თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.



აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხული ბიზნესების 38% თვითდასაქმებული მეწარმეა, ანუ მათ დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავთ. მეწარმეების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, მათი ბიზნესი აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა ფულადი შემოსავლები არ იყო საკმარისი ვალდებულებების დასაფარად ან ბიზნესის მოსალოდნელი ხარჯების ასანაზღაურებლად.




პრობლემის მოსაგვარებლად 46%-მა შეამცირა ბიზნესის საოპერაციო ხარჯები, 38%-მა გამოიყენა მფლობელის პირადი/საოჯახო თანხები ან კრედიტი, ხოლო 38%-მა დროებით შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა.



რაც შეეხება ბიზნესისთვის სესხის საჭიროებას, პანდემიის დაწყების შემდეგ სესხის მოთხოვნა კომპანიების მეხუთედმა გააკეთა, საიდანაც 66%-მა სრულად მიიღო მოთხოვნილი თანხა. ხოლო იმათგან, ვისაც სესხზე განაცხადი არ გაუკეთებია, 64%-მა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ ჰქონდათ.



შეგახსენებთ, რომ საქართველოში კვლევა საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, „ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) ფინანსური მხარდაჭერით, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიკითხა ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. გამოიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვლევის მიზნებისთვის შეირჩა ორგანიზაციები 1,5 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვითა და 50-მდე თანამშრომლით.



width=515



business-partner.ge

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up