OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

access_time2019-09-12 11:21:18

„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა" - ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა სასტუმრო „შერატონში" ეკონომიკის სამინისტროს მასპინძლობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს, რომელშიც ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ასევე სხვა სახელწიფო უწყებები, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრაზე OECD–ის ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების ფარგლებში მიღებული პირველადი მიგნებები, რომლის მიხედვით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დინამიური ეკონომიკური რეფორმების შედეგად შექმნილი საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული და OECD–ის წარმომადგენლების განცხადებით, იგი უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო დონეზე და მას უდავო ლიდერად წარმოაჩენს რეგიონში.



„ის, რაც OECD –ის წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.




მისი თქმით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმის პოზიციონირებისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.



„მათ მიერ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის, ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ კარგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და ღირსეულად წარვდგეთ OECD–ის მიერ, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე „OECD–ის ევრაზიის კვირეული - 2020", " - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.



„OECD ევრაზიის კვირეული - 2020" (OECD Eurasia week 2020) 2020 წლის მარტში გაიმართება. ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, თავის მხრივ უპრეცენდენტო შემთხვევაა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და სამხრეთ კავკასიაში ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარების კუთხით. აღნიშნული კვირეული წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, ბიზნესწრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები, მათ შორის OECD-ის წევრი ქვეყნებიდან, OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის წევრი ქვეყნებისა და ასევე, საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების (EBRD, WB და სხვ.) 300-მდე წარმომადგენელი. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ უფრო დეტალური და ვრცელი შეფასებები გაკეთდება.





თეგები:
OECD



რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“
access_time2019-09-13 18:00:37
 მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ გუშინ ოფიციალურად დაფუძნდა. ბიზნესმენების ნაწილი „კომერსანტთან“  ბიზნესმენის მხრიდან  პოლიტიკაში წასვლაზე და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up