ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა, ლორენს ბუნმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ „ომიკრონი“ შტამი უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეკონომიკის აღდგენას“, - აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ ვაქცინის განაწილების ტემპი.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
imedinews.ge