„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

access_time2020-08-13 15:20:10

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით.


ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის ხშირი დონორები არიან.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, პრემიერ- მინისტრად არჩევის შემდეგ დაუყოვნებლივ წამოიწყებს სერიოზულ ინვესტიციურ პროგრამას ქართული ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალი მშენებლობისათვის და 55.000 ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.


„ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი დარგია, რომელიც კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა მძიმედ დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სასტუმრო, საწოლი და საუზმე იყო გამოყოფილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ მათგანს დახურვა მოუწია და ათასობით სამუშაო დაიკარგა, ზოგიერთისთვის კი ეს მაინც კარგი ბიზნესი აღმოჩნდა. მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლოსაა „ქართულ ოცნებასთან“ – როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა, bellingcat და IDSF-სგან გაირკვა დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ კრიზისის დროს მხოლოდ 21 კომპანიისთვის, 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ბევრია ისეთი სასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც დიდი შემოწირულობები გააკეთეს პარტიისთვის.


ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიასა და მათ მეგობრებს ემსახურება. ჩემი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ წამოვიწყებ სერიოზულ ინვესტიციურ პროგრამას ქართული ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალი მშენებლობისა და 55.000 ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.



მთელი ინდუსტრიისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც მხარს უჭერს პარტიას. მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, 23.6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად (მაგალითად, როგორც საკარანტინო სივრცე) – როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” აღმოაჩინა, თანხის დიდი ნაწილი სასტუმროებზე გადავიდა, რომელთა მფლობელებიც „ქართული ოცნების“ ხშირი დონორები არიან. ხშირ შემთხვევაში შემოწირულობებისა და გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება მხოლოდ რამდენიმე დღეში გაფორმდა.


„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სასტუმროების მაგალითები, რომლებიც იღებენ ფულს, გამარტივებული წესით, მაგალითად: შპს“ ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენიქცია“ , შპს „ გუდაური ინნ“, შპს „ივერია ინნ“- ამ ოთხ სასტუმროს უკავშირდება ის, რომ ოთხივეში პაატა კოკაია გარკვეულ წილს ფლობს. კოკაიამ 55 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის ოქტომბერში.


საგანგებო მდგომარეობის დროს კი, პაატა კოკაიას საკუთრებაში არსებულმა სასტუმროებმა მიიღეს კონტრაქტები, რომელთა ღირებულება ჯამში 3,8 მილიონი ლარია.


შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ რომელმაც გამარტივებული შესყიდვების შედეგად მიიღო 252.183 ლარი.2016 და 2017 წლებში ამ კომპანიამ მთლიანობაში 240,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.


აქციების 100% –ის მფლობელი და კომპანიის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა 2018 წლის ოქტომბერში.


სასტუმროს „ყვარელი პალასმა“ გამარტივებული შესყიდვის შედეგად მიიღო 224.440 ლარი – გამარტივებული შესყიდვის შედეგად, ერთ-ერთმა მფლობელმა ივანე ნიკოლაიშვილმა, 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up