ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

access_time2019-11-15 17:30:21

რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს ღია წერილი 8 ნოემბერს გაუგზავნეს, თუმცა, ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტებს პასუხი არ მიუღიათ.


კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა „კომერსანტს“ მიაწოდა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომელებიც ჯანდაცვის რეფორმის 6 თვით გადავადებას ითხოვენ. როგორც ანზორ მელიამ განაცხადა, ერთადერთი სამედიცნო დაწესებულება, რომელიც ღია წერილს ხელს  არ აწერს   სამედიცინო კორპორაცი „ევექსია“. 

 

„ერთადერთი გამონაკლისი რომელმაც წერილს ხელი არ მოაწერა არის „ევექსი“. ყველამ კარგად იცის ვის ეკუთვნის ეს კორპორაცია და რეალურად ეს რეფორმა მათთვის გატარდა“,- განაცხადა ანზორ მელიამ.

 

 „კომერსანტი“ შეეცადა გარკვია თუ რატომ არ მოაწერა ხელი წერილს „ევექსმა“. მისაღებია თუ არა მათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ის ტარიფები რომელსაც 25 სამედიცინო დაწესებულება არ ეთანხმება. სამედიცინო კორპორაციისგან ველოდებით პასუხს მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

მანამდე კი გაგაცნობთ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ მომზადებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია იმ პრობლემებზე, რომელსაც ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმა გამოიწვევს:

 

 

ღ ი ა    წ ე რ ი ლ ი

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520  დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ  მოგმართოთ თქვენ „ღია წერილით“, რათა სასწრაფოდ განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადება, იმისათვის რომ მოხდეს საკითხის ფართო განხილვა, რასაც არ ჰქონია ადგილი, და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აარიდებს პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და შესაბამისად მათი უფლებების დარღვევას.

ყველა ჩვენთაგანი მივესალმეთ 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაწყებას, რომელმაც განაპირობა პაციენტებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამით  ჩვენი ქვეყნის უამრავ მოქალაქეს მისცა მკურნალობის და სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება.  ეს  სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად დადებითი, საკუთარ მოსახლეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო.  პროგრამამ ამოქმედების დაწყების დღიდან დღემდე განიცადა უამრავი ცვლილება, მაგრამ  იმ კლინიკებისათვის, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვნენ 2013 წელს, სამედიცინო მომსახურების ფასების „ისტორიული მინიმუმის“ მცნება 36-ე დადგენილების მიხედვით   დარჩა უცვლელი, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვმუშაობთ 2011-2012 წლის ფასებით.

მოგეხსენებათ, შეუძლებელია ისტორიული ღირებულებით მედიკამენტების, სახარჯი მასალების და კომუნალური მომსახურების შეძენა (ელ.ენერგია; წყალი; ბუნებრივი აირი და ა.შ.). 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედი ტარიფები შემუშავებული იყო და შესაბამისად ეფუძნებოდა 2011-2012 წლებში ქვეყანაში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. ზემოაღნიშნულზე წარმოგიდგენთ საქსტატის მონაცემებს და ასევე მაგალითისათვის ფასებს ძირითად მედიკამენტებზე და სახარჯ  მასალებზე.

  1. ელ.ენერგიის,  წყლის და ბუნებრივი აირის ფასები 2013-2019 წლებში:


 








 










დასახელება

 

ზომის ერთეული

2013 .  (ლარი)

2019 .  (ლარი)


ელექტრო ენერგია

კვტ/სთ

0.16

0.21319

 +0,05319

 

 

სხვაობა

 

წყალი

 

/3

4.40

4.40022

 

 

სხვაობა

 

 +0,00022


ბუნებრივი აირი

 

/3

0.75

0.86


 

 

 

სხვაობა

 

+0.11

 

 













  • ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს როგორ არის გაზრდილი ელ.ენერგიის (33.24%), ბუნებრივი აირის (14.67%)  ღირებულება 2013 წელთან შედარებით.

















 

  1. მედიკამენტების და სახარჯი მასალების ღირებულების ზრდის სტატისტიკა 2013-2019 წლებში:

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა,

  1. სისხლის და სისხლის კომპონენტების ფასების დინამიკა 2012-2019 წლებში.

 

ერით. მასა

პლაზმა

გარეცხილი ერმასა

თრომბო მასა

პერიოდი

35-50 .

30-45 .

 

 40 .

2012

50-55 .

30-50 .

50-60 .

40 .

2014

40-60 .

30-50 .

50-60 .

45 .

2015

36-55 .

20-30 .

 

 

2016

36-55 .

20-28 .

75 .

30-35 .

2017

40-65 .

28-41 .

75 .

30-35 .

2018

60-80 .

50 .

70 .

60 .

2019

2012 წელთან შედარებით 

 2012 წელთან შედარებით 

 2012 წელთან შედარებით 

 2012 წელთან შედარებით 

 2012 წელთან შედარებით 






+128.57%

+66.67%

+40%

+50%


 

როგორც ცხრილიდან ჩანს მხოლოდ სისხლის  და სისხლის კომპონენტების ფასების ზრდამ 2019 წლის მდგომარეობით 2012 წელთან შედარებით  საშუალოდ შეადგინა 40% დან 128.57%-მდე.

 

  1. მაღალტექნოლოგიური კარდიოქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი სახარჯი მასალების ფასების დინამიკა 2013-2019 წლებში.

 

მედიკამენტების დასახელაბა

ფასი 2013

ფასი 2019

სხვაობა

გადახრა % +

მიტრალური სარქვლის  რგოლი პლასტიკისთვის

900

1450

550

61.11

ბიოლოგიური სარქვველი

2250

3245

995

44.22

მექანიკური სარქველი

1380

1842

462

33.48

ოქტობუსი

950

1050

100

10.53

ოქსიგენატორი

400

575

175

43.75

აორტალური კანკულა

54.64

80

25.36

46.41

ვენური კანულა

59.63

180

120.37

201.86

შემფრქვევი კათეტერი

110

160

50

45.45

სერჯიპრო  5/0

9.5

13.5

4

42.11

სერჯიპრო  6/0

9.9

12

2.1

21.21

სერჯიპრო  7/0

6.5

12

5.5

84.62

სერჯისელი 5*3.5

36.73

65

28.27

76.97

ძაფების დამჭერი

49.58

80

30.42

61.36

მავთული გულმკერდის

36.73

65

28.27

76.97

ვიკრილი 0

6.28

12.9

6.62

105.41

ვიკრილი 2/0

5.58

12.8

7.22

129.39

ვიკრილი 3/0

6.55

12.8

6.25

95.42

ინტრადიუსი

37

66.55

29.55

79.86

კორონარული სკალპელის პირი

7.8

9

1.2

15.38

სელექტიური კარდიოპლეგიის კანულა

19.87

59

39.13

196.93

მაგისტ. კომპ

300

485

185

61.67

/ კანულა

84.2

160

75.8

90.02

კარდიოპლეგია

120

154.85

34.85

29.04

სუპჯიპრო 8/0

12

63.9

51.9

432.50

წნევის ორმაგი ST34

50.6

75.05

24.45

48.32

ცენტრ.ვენის 3 არხიანი კათეტერი

41.5

59.25

17.75

42.77

ამპლაცერი ქოლგით

6048.27

7300

1251.73

20.70

ანგიოგრაფიული კათეტერი

35.29

165

129.71

367.55

სისხლძარღ. ინტრადიუსერი

33

66.55

33.55

101.67

აორტის პერფორატორი

85

100

15

17.65

ინტრააორტალური ბალონი

990

1812

822

83.03

დიაგნოსტიკური მავთული

18

38

20

111.11

გაიდლ. კათეტერი

100

135

35

35.00

 

  1. ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასთა დინამიკა.

 

ოპერაციის დასახელება

ფასი

კურსი 2013 წელი

ფასი დოლარში

კურსი 2019 წელი

ფასი დოლარში

მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის  №520  დადგენილების ფასი

(ლარი)

ფასი დოლარში

კორონარული არტერიების შუნტირება

11925

1.73

6893

2.96

4029

8500

2871

ერთი სარქვლის პროთეზირება მექანიკური სარქვლით

15330

1.73

8861

2.96

5179

12000

4054

ორი სარქვლის პროთეზირება მექანიკური სარქვლით

17865

1.73

10327

2.96

6035

13500

4560

ერთი სარქვლის პროთეზირება ბიოლოგიური სარქვლით

19280

1.73

11145

2.96

6514

12000

4054

ორი სარქვლის პროთეზირება ბიოლოგიური სარქვლით

21750

1.73

12572

2.96

7348

13500

4560

კომბინირებული ოპერაცია

19295

1.73

11153

2.96

6519

12000

4054

კორონაროგრაფია

890

1.73

514

2.96

301

550

185

სტენტირება ერთი სტენტით

2108

1.73

1218

2.96

712

1600

540

სტენტირება ორი სტენტით

2440

1.73

1410

2.96

824

1800

608

სტენტირება სამი  სტენტით

2740

1.73

1584

2.96

926

2100

709

 


გარდა  დაბალი ფასებისა, კლინიკებს ასევე უმძიმეს ტვირთად აწევს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება, რომელიც კლინიკებისთვის შეადგენს მათი შესრულებული სამუშაოს უდიდეს ნაწილს. დაბალი მომგებიანობისა და თანხის გვიან მიღების გამო კლინიკების უმრავლესობას წარმოშობილი აქვთ პერსონალის და მომწოდებელი კომპანიების მიმართ დიდი ფინანსური ვალდებულებები (დავალიანება), რაც უკვე შეუძლებელს ხდის ტექნოლოგიების შესყიდვას მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, აფერხებს ექიმების საზღვარგარეთ გაგზავნას კვალიფიკაციის ასამაღლებლად,  ვეღარ უზრუნველყოფს ახალი პარტნიორების მოძიებას განვითარებულ ქვექნებში და მათ ჩამოყვანას საქართველოში ჩვენი სფეროს განსავითარებლად და ეს ყოველივე საბოლოოდ  შეზღუდავს კლინიკების  განვითარებას და მათ ფუნქციონირებას.


ამ ყველაფერს ემატება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის  №520  დადგენილება,  რომელიც  ჩვენი ინფორმაციით, მოწოდებული იყო კლინიკებს შორის ფასების გასათანაბრებლად, თუმცა ამის ნაცვლად კატასტროფულად შეამცირა ფასები საქართველოში ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიურ  და მნიშვნელოავნ სამედიცინო მიმართულებებზე როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა. შ.  ვინაიდან დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები. 


მკურნალობის ღირებულება ინტენსიური თერაპიის I და II-III დონის ინტენსიური განყოფილებაში უწყვეტად 14,21,45 დღიან პირობებში იმდენად შემცირებულია, რომ მოსალდონელია განყოფილების ზარალიანობის გამო გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის და გამოსავლის მკვეთრად გაუარესება. შემცირება მოსალოდნელია სწორედ იმ კლინიკებში, სადაც ამჟამად ხდება  პაციენტებზე ორიენტირებული მკურნალობის ჩატარება: საჭირო ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევების სრულად ჩატარება, ექიმებისა და საშუალო მედ პერსონალის საწოლ-ფონდთან შესაბამისი რაოდენობით უზრუნველყოფა.    


სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური მომსახურებისათვის, როგორიც არის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია,  იმპორტირებულია  საზღვარგარეთის მწარმოებელი ქვეყნებიდან, შესაბამისად მათი ფასები მიბმულია უცხოურ ვალუტასთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურების პირობებში ამ პროდუქციის ღირებულებამ ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მოიმატა.  აქედან გამომდინარე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გათვლებს ეფუძნება №520  დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები. ტარიფების განხილვა არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან არ მომხდარა.


ასევე გაუგებარია, რის საფუძველზეა გათვლილი და დადგენილი არითმოლოგიის ტარიფები, რადგან მარტო საიმპლანტაციო აპარატის ღირებულება დადგენილი ტარიფზე უფრო ძვირია. ამასთანავე, საყოველთაო დაზღვევის შემოღების დღიდან საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით მოსარგებლეებს არ უფინანსდებათ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევები, როგორიცაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, ასევე გულის რესინქრონიზატორის იმპლანტაცია და კათეტერული აბლაცია, რაც მხოლოდ ნაწილობრივ უფინანსდებოდათ საპენსიო ასაკისა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ხოლო ახაზლგაზრდა ადამიანებს სასიცოცხლოდ საშიში არითმიებით და უეცარი სიკვდილის რისკით სახელმწიფო პირდაპირ უარს ეუბნებოდა დაფინანსებაზე. არაერთი წერილის და თხოვნის მიუხედავად, რომ მოსახლეობის ამ ნაწილისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა, ეს ვერ მოხერხდა, ხოლო ახალი ტარიფებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვისაც შეუძლებელი გახდება აღნიშნული სერვისის მიწოდება, ვისთვისაც აქამდე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი, დარგობრივი ასოციაცები და სამედიცინო კლინიკები გთხოვთ:


სასწრაფოდ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520  დადგენილების ამოქმედების გადავადება მინიმუმ ექვსი (6)  თვით, იმისათვის რომ მოხდეს ყველა ამ საკითხის განხილვა და ისეთი ტარიფების დამტკიცება, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.


წინამდებარე წერილში აღნიშნული საკითხების გაუთვალისწინებლობას ჩვენი აზრით მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა,  ასევე გამოიწვევს  მთლიანად დარგის კოლაბირებას და ქვეყნიდან ისედაც მცირერიცხოვანი წამყვანი მაღალკვალიფიციური და ახალგაზრდა კადრების  საზღვარგარეთ გადინებას.გვჯერა თქვენი კეთილგონიერების და ვიმედოვნებთ თქვენს თანადგომას.

 

პატივისცემით,

 

 

 

 საქართველოს გულის ქირურგიის                                მედ.მეც.დოქტორი სულხან ლომინაძე

ასოციაცია          

 

 საქართველოს კარდიოლოგთა                                                პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი


 საზოგადოების პრეზიდენტი

 

 საქართველოს რეანიმაციისა და                                                           პროფ. გიორგი გრიგოლია

ანესთეზიის სკოლა

 

 საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა                                        ზაზა ლაზარაშვილი

ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი

 

საქართველოს რესპირატორული ასოციაციის                                პროფ. თამაზ მაღლაკელიძე

პრეზიდენტი

 

საქართველოს არითმოლოგთა ასოციაციის                                                 გიორგი პაპიაშვილი

პრეზიდენტი

 

საქართცელოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა                             შალვა რცხილაძე

ასოციაციის პრეზიდენტი

                                                                                

ჩაფიძის სახელობის გულის გადაუდებელი                              აღმასრულებელი დირექტორი

კარდიოლოგიის ცენტრი                                                                                       რევაზ ჯორბენაძე

 

 

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი                                                             გენერალური დირექტორი

                                                                                                                                        ვახტანგ ლაშხი

 

 

შპს „ღია გული“                                                                                აღმასრულებელი დირექტორი

                                                                                                                                  დავით მიქელთაძე

 

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის                                                გენერალური დირექტორი

საუნივერსიტეტო კლინიკა                                                                                   მაია მახარაშვილი                                                                                

                                                                                                                                                                       

 

ნიუ ჰოსპიტალსი                                                                                    გენერალური დირექტორი

                                                                                                                                გიორგი რამიშვილი

 

ავერსის კლინიკა                                                                                     გენერალური დირექტორი   

                                                                                                                              დიმიტრი ჯორბენაძე

 

N5 კლინიკური საავამყოფო                                                                    კლინიკური დირექტორი

                                                                                                                       გიორგი მეგრელიშვილი

 

კლინიკა ჯერარსი                                                                                   გენერალური დირექტორი                                                                                              

                                                                                                                                       მამუკა ქაცარავა

 

თბილისის გულის ცენტრი                                                                  გენერალური დირექტორი

                                                                                                                                 არჩილ ჩუხრუკიძე

ისრაელ-საქართველოს ერთობლივი

სამეცნიერო-კვლევითი კლინიკა                                                        სამედიცინო დირექტორი

„ჰელსიკორი“                                                                                                               ნინო კიღურაძე

 

 

კლინიკა გული                                                                                      გენერალური დირექტორი

                                                                                                                                         ანზორ მელია

 

ლაზარეს კლინიკა                                                                                                          დირექტორი

                                                                                                                                             გოჩა გეთია

 

შპს „თიმი - თბილისის მედიცინის                                                                          დირექტორი

ინსტიტუტი“                                                                                                            გიორგი კაჭახიძე

 

შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“                                                                   დირექტორი

                                                                                                                                  ზაზა სინაურიძე

 

ალ.ალადაშვილის სახელობის კლინიკა                                             გენერალური დირექტორი

                                                                                                                                  ქეთევან ბეთანელი

 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო                                                                  დირექტორი

                                                                                                                                 გიორგი ლობჟანიძე

 

კლინიკა ვივამედი                                                                                 გენერალური დირექტორი

                                                                                                                     ნინო ნადირაძე-კუზანოვა

 

ბოხუას სახელობის                                                                                                        დირექტორი

კარდიოვასკულარული ცენტრი                                                              კონსტატნტინე ყიფიანი                 

                                                                                                              

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) სამედიცინო მომსახურების ბაზარზე 2 კომპანიით ოპერირებაზე 2019 წლის თებერვალში განაცხადა. მაშინ ითქვა, რომ სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 2 კომპანიად გაიყოფა. ერთი კომპანიის ძირითადი საქმიანობა ჰოსპიტალურ სექტორზე კონცენტრირება იქნება, გამოყოფილი კომპანია კი, ამბულატორიულ საქმიანობაზე გააკეთებს აქცენტს.საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) კონსოლიდირებული შემოსავლები 9 თვეში 703.3 მლნ-ია ($238 მილიონი), რაც13%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის 9 თვეში.ახლადგაშვებული ჰოსპიტალების და გაშვების ეტაპზე მყოფი პოლიკლინიკების გამოკლებით, კაპიტალზე უკუგება 50 საბაზისო პუნქტითაა გაუმჯობესებული YoY, 14.3%-მდე.ჯგუფის ცხრა თვის მოგებამ 46 მლნ შეადგინა ($15.6 მლნ), YoY ზრდა 21%-ია. დაზუსტებულმა მოგებამ (დაზუსტებული არაგანმეორებადი ელემენტებითა და უცხოური ვალუტის დანაკარგებით) თითო აქციაზე ₾0.27 შეადგინა ($0.09).


 

  ბაჩო ადამია                     

                                                                                                              




„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up