ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონეები დაიშვებიან

ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონეები დაიშვებიან

access_time2021-11-28 12:01:25

1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები

შენიშვნა: მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის

ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

  • სრულად ვაქცინირებული (ან)
  • 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
  • 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)
  • კოვიდ გადატანილი

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

  • ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
  • PSR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
  • კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

რა არის მწვანე პასპორტი?

  • „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
  • moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
  • საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და  “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით

შენიშვნა:

  • “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;
  • საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

  • „Covidpass Georgia” აპლიკაციის QR წამკითხველით ან
  • moh.gov.ge QR წამკითხველით

წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის


რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

  • საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და  დოკუმენტის N-ს
  • აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
  • რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

შენიშვნა: covidpass.moh.gov.ge საიტი და „Covidpass Georgia” აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან

ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?

  • ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე

მონიტორინგი და სანქციები

  • მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპეცის სამსახური – შერჩევის პრინციპით
  • ობიექტზე არა მწვანე სტატუსის პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა)

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

  • 144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
  • 1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
  • 1522 -ვაქცინაცცის ცხელი ხაზი
  • 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი
  • ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge





„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up