ობიექტები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს მუშაობენ, თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯს თავად ფარავენ

ობიექტები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს მუშაობენ, თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯს თავად ფარავენ

access_time2020-04-02 12:15:51

კომპანიები,  რომლებსაც  ქვეყანაში საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტიათ, თანამშრომლების ტრანსპორტირებას  საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ.   

 

სუპერმარკეტების ქსელი „უნივერსამის“ წარმომადგენელი დავით ფარესაშვილი, „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანია საკუთარ თავზე იღებს.


„ჩვენი ქსელი 8 საათზე ასრულებს მუშაობას, რომ თანამშრომლებმა მოასწრონ მომზადება და 9 საათამდე სახლში მისვლა. რაც შეეხება მათ ტრანსპორტირებას, ამას კომპანია უზრუნველყოფს. ნაწილს ხელფასზე დანამატის სახით აქვთ ტაქსის ფული, ნაწილის ტრანსპორტირებას ადგილზე ვუზრუნველყოფთ.“-ამბობს დავით ფარესაშვილი.

 

საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თანამშრომლების გადაადგილებას „კარფური“, „ნიკორა“ და მაღაზიათა ქსელი „ზღაპარი.“

 


„ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილებას რა თქმა უნდა კომპანია უზრუნველყოფს. მათი ტრანსპორტირეის ხარჯებს სრულიად ვიღებთ საკუთარ თავზე.“-აცხადებენ ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები.


ანალოგიური მდგომარეობაა სააფთიაქო ქსელ „ავერსშიც“.  აფთიაქი ერთ-ერთია იმ დაწესებულებებიდან, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას განაგრძნობს და 24 საათის განმავლობაში მოსახლეობას ემსახურება.


„სააფთიაქო ქსელები ზუსტად იმ დროით მუშაობენ, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო. ერთი გამონაკლისია, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი და ორსული თანამშრომლები დროებით წყვეტენ მუშაობას მათივე უსაფრთხოების გამო. დანარჩენი სია გვაქვს და მათი გადაადგილების ხარჯებს კომპანია საკუთარ თავზე იღებს.“-ამბობს ნუკა შარვაშიძე.

 


შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო ზომების გამკაცრდა  და კომენდატის საათი გამოცხადდა. მოქალაქეებს ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.



ნათია ლომიძე 




Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...


მსგავსი სიახლეები

up