ობიექტები, რომელსაც სახელმწიფო 25%-იანი ფასდაკლებით ყიდის

ობიექტები, რომელსაც სახელმწიფო 25%-იანი ფასდაკლებით ყიდის

access_time2021-06-04 17:00:00

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ამჯერად სახელმწიფო ელექტრონულ აუქციონზე 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი გამოიტანა.


სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო და 129 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტია, საიდანაც 52-ს 50%-იანი ფასდაკლებით ყიდის, 24-ს კი, 25%-იანი ფასდაკლებით.


რიგით მესამე აუქციონი უკვე გამოცხადდა და ის 14 ივნისს დასრულდება.


გთავაზობთ 10 არასასოფლო-სამეურნეო ქონებას, რომელსაც მთავრობა 25%-იანი ფასდაკლებით ყიდის:


ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) მდებარე 99743.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) და N2 (ავზი) შენობა-ნაგებობების და ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე 389435.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (ნანგრევები) შენობა-ნაგებობები - 4 125 000 ლარი ( საწყისი ფასი - 5 500 000 ლარი)



ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% წილი - 2 694 000 ლარი ( საწყისი ფასი - 3 592 000 ლარი)


თბილისში, დიდი დიღმის VI მიკრო/რაიონში, კორპუსი N29-ის მიმდებარედ არსებული 3516.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი); N2 (ნანგრევი); N3; N4 (ფარდული) და N5 (მიწისქვეშა) შენობა-ნაგებობება - 1 058 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 410 667 ლარი)


ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 16 317 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მიწისქვეშა ნაგებობა) და N2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობები - 996 000 ლარი. (საწყისი ფასი - 1 328 000 ლარი)


ქობულეთში, დაბა ჩაქვში, სოფელ ბუკნარში არსებული 4863.00 კვ.მ. და 2189.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული ნანგრევი - 668 000 ლარი ( საწყისი ფასი - 890 667 ლარი)


ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება 14007.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 641 000 ლარი (საწყისი ფასი - 854 667 ლარი)
ფოთში, რეკვავას ქუჩა N15-ში არსებული 6299.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 510 000 ლარი (საწყისი ფასი - 680 000 ლარი)
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N82მ-ში არსებული 2545 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 492 000 ლარი (საწყისი ფასი - 656 000 ლარი)


თერჯოლაში, მდ. ჩოლაბაურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 60 012 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ქალაქ თერჯოლაში მდებარე 54 944 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 432 000 ლარი ( საწყისი ფასი - 576 000 ლარი )


თბილისში, სამგორის რაიონში არსებული 2602 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და 7021 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 364 000 ლარი (საწყისი ფასი - 485 333)


ცნობისთვის, წინა აუქციონის 17-18 მაისს ჩატარდა. მაშინ ელექტრონულად 72 835 800 ლარის 27 ლოტი გაიყიდა.


BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up