Nvidia - საუკეთესო სამუშაო ადგილი შტატებში

Nvidia - საუკეთესო სამუშაო ადგილი შტატებში

access_time2022-01-14 19:00:50

კადრების სერვისმა Glassdoor აშშ-ის და დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო კორპორაციული დამსაქმებლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

 


2022 წელს პირველ ადგილი დაიკავა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Nvidia, წინა წლის ლიდერმა, საკონსულტაციო კომპანია Bain-მა პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა სოციალურმა ქსელმა Facebook/Meta-მ, რომელიც ერთბაშად 36 საფეხურით - მეთერთმეტედან 47-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

 


რეიტინგი ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, კერძოდ, ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების გამოხმაურება, შრომის პირობები, ხელფასების და სხვადასხვა ტიპის კომპენსაციების მოცულობა.

 


საპატიო სიაში პირველ ადგილზე გავიდა ვიდეოპროცესორების და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია Nvidia, რომელიც 2021 წელს მეორე ადგილზე იყო. Nvidia-ში მუშაობის პირობების შეფასებისას, თანამშრომლები აღნიშნავენ ისეთ მხარეებს, როგორებიცაა „საინტერესო და საპასუხისმგებლო დავალებები“, „მშვენიერი ხელფასები და შეღავათები“, „პატიოსნება“, „ინოვაციები და მუშაობა კარგ გუნდში“.

 


მეორე ადგილზე გავიდა მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია HubSpot, ხოლო მესამეზე - წინა წლის ლიდერი, საკონსულტაციო კომპანია Bain & Company.


 


ათეულში ასევე შევიდნენ ინტერნეტ-რიელტორი Exp Realty, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Box, საკონსულტაციო კომპანია Boston Consulting Group, ინტერნეტ-გიგანტი Google, იპოთეკური კომპანია Veterans United Home Loans, ფიტნესის ტანსაცმლის მწარმოებელი Lululemon და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Salesforce.

 


ყველაზე ცუდი დინამიკა Meta-მ (Facebook) აჩვენა, რომელიც 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო დღეს კი 47-ე აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 2011, 2013, და 2016 წლებში Glassdoor-მა Facebook დასაქმებისთვის საუკეთესო ადგილად აღიარა, თუმცა 2018 წელს, ხმაურიანი სკანდალების შემდეგ, სოციალური ქსელი ლიდერთა სამეულიდან, ხოლო შედეგ ათეულიდანაც გავარდა.

 


კომპანიის თანამშრომლებს ყურადღება საზოგადოების მხრიდან, და ხელმძღვანელების მხრიდან არსებული პრობლემების გადაწყვეტის ნების არარსებობა აწუხებთ.

 


აშშ-ის გარდა Glassdoor ასევე ადგენს დამსაქმებელთა რეიტინგებს სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის, ისეთებისთვის, როგორც გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადაა.

 


ბრიტანელი დამსაქმებლების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა პროგრამული უზრუნველყოფის ინგლისურ-ამერიკული კომპანია ServiceNow, მეორეზე პროგრამული უზრუნველყოფის ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია AND Digital, მესამეზე - ამერიკული Salesforce-ის ბრიტანული ფილიალი. გერმანიაში ლიდერობენ Salesforce-ის, Google-ის და Boston Consulting Group-ის ადგილობრივი ფილიალები.

 


საფრანგეთში ბიოტექნოლოგიური კომპანია bioMerieux, და Salesforce-ის და Bain & Company-ის ფრანგული ფილიალები ლიდერობენ.

 


morningbrew.com






24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...


მსგავსი სიახლეები

up