„ნუთუ, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ, შესაძლებელია ათეულობით ავიაკომპანიის შექმნისა და ფუნქციონირების პირობები არსებობდეს, ეს ხომ აბსურდია?!“-GEORGIAN AIRWAYS

„ნუთუ, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ, შესაძლებელია ათეულობით ავიაკომპანიის შექმნისა და ფუნქციონირების პირობები არსებობდეს, ეს ხომ აბსურდია?!“-GEORGIAN AIRWAYS

access_time2020-04-21 15:55:58

GEORGIAN AIRWAYS-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


„ჭირის დროს ლხინის მოტრფიალენი


ავიაკომპანია „მაი ვეისთან“ პოლემიკის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე ის, რომ ჩემს მიერ საქმის ობიექტურად წარმოჩინებას მათ „უტიფარი ცილისწამება“ უწოდეს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენთვის წამოყენებული მათი ყოველი ბრალდება რეალობის იგნორირებასა და სიტუაციის გაყალბებულად წარმოჩინებაზეა აგებული.


ჯანსაღი კონკურენცია, როგორც ყველა სხვა დარგში, ავიაციაშიც უნდა არსებობდეს, მაგრამ კონკურენციას ამოფარებული პროვოკაციული ქმედებები დარგის განვითარების ნაცვლად, მამუხრუჭებელ, ხშირ შემთხვევაში კი დამანგრეველ ფაქტორად იქცევა-ხოლმე.


გადავხედოთ მაღალგანვითრებული და კლასიკური ავიაციის ქვეყნებში არსებულ საავიაციო ტრადიციებს. ევროპის ყველა სახელმწიფოში არსებობს ერთი ნაციონალური გადამზიდველი. დიდ ბრიტანეთში - "ბრითიშ ეარვეისი"; გერმანიაში - "ლუფტ-განსა"; საფრანგეთში - "ეარ-ფრანსი"; ავსტრიაში - "აუსტრეან-აირლინე" და ა.შ. ამ სახელმწიფოებში, ცხადია, არსებობენ სხვა ავიაკომპანიებიც, მაგრამ ისინი არიან ტურისტული და ჩარტერული კომპანიები, რომლებიც ნაციონალური გადამზიდველების განვითარებას ხელს არ უშლიან. იმ ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობა 50-60 მილიონს აღემატება, განა არ არიან ახალი ავიაკომპანიების ჩამოყალიბების მსურველები? არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ამ ქვეყნებში ხელისუფლება არ დაუშვებს საკუთარი ნაციონალური გადამზიდველისათვის ხელისშემშლელი და დამაზიანებელი პირობების შექმნას, იმიტომ, რომ მან უცხოური ძლიერი კომპანიებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეძლოს. ჩვენთან კი, სამმილიონიან საქართველოში, ნუთუ, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ, შესაძლებელია ათეულობით ავიაკომპანიის შექმნისა და გამართულად ფუნქციონირების პირობები არსებობდეს, ეს ხომ აბსურდია?!



ეს სიტყვები შეიძლება ვინმემ რომან ბოკერიას მონოპოლისტური მიდრეკილების გამოხატულებად მონათლოს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე განვითარებული ქვეყნების ავიაციაში მოქმედ ზოგად წესებსა და ტენდენციებზე ვსაუბრობ. რაც შეეხება საქართველოში არსებულ რეალობას, აქ რამე სახის მონოპოლიაზე საუბარი, უბრალოდ, გამორიცხულია. ყველა იმ მიმართულებებზე, სადაც "ჯორჯიან ეარვეისი" დაფრინავს, დაფრინავენენ უცხოური ავიაკომპანიებიც, ჩვენდა საუბედუროდ, არაპარიტეტულ რეჟიმში. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ავიაბაზრის 85 პროცენტი უცხოურ კომპანიებს აქვთ დაკავებული, რომელ მონოპოლისტობაზეა საუბარი?! ცნობისათვის: ამ უცხოურ კომპანიებს საქართველოდან, ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარი გააქვთ, რაც, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება ლარის კურსზე, მეორე მხრივ კი, მთლიანად ქართულ ეკონომიკაზე. საქართველოს ავიაბაზრის 50 პროცენტი მაინც, როგორც ეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ნაციონალურ გადამზიდველს რომ ჰქონდეს დაკავებული, იმ 1,5 მილიარდი დოლარის ნახევარზე მეტი საქართველოში დარჩებოდა, რაც ქართული ეკონომიკის გაძლიერების სერიოზულ წყაროდ იქცეოდა.


რომ არა ათეულობით უპერსპექტივო ავიაკომპანიის შექმნისა და შემდგომ მათი გარდაუვალი გაკოტრების მავნე პრაქტიკა, რაც, ზოგადად, ავიაციის განვითარებისთვის უაღრესად ხელისშემშლელი ფაქტორია, "ჯორჯიან ეარვეისი" დღეს გაცილებით მძლავრი და წარმატებული ავიაკომპანია იქნებოდა.
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს პატარა ავიაკომპანიები, თავიანთი მწირი შესაძლებლობებით, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.


ბოლო ოცდაშვიდწლიან უმძიმეს პერიოდში "ჯორჯიან ეარვეისი" ერთადერთი გარანტორი იყო იმისა, რომ საქართველოს ოდესღაც ღირსეული ავიაცია გადარჩენილიყო. ყველა პროფესიონალი ავიატორი, გინდა მტერი და გინდა მოყვარე, ვისთანაც ამ საკითხებზე მისაუბრია, ერთხმად აღიარებს: რომ არა "ჯორჯიან ეარვეისი", დღეს საქართველოს საფრენოსნო ავიაცია საერთოდ არ ეყოლებოდა. "ჯორჯიან ეარვეისმა" არამარტო გადაარჩინა და შეინარჩუნა ძველი, გამოცდილი კადრები, არამედ, პარალელურად, გამოზარდა ახალი თაობა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისა, რომლებითაც სამართლიანად ვამაყობთ, ვინაიდან ამ ოცდაშვიდი წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა არავინ, ვინც ამის გაკეთებას შეძლებდა. საქართველოში დღეს არ არსებობს საავიაციო სტრუქტურა, სადაც ეს კადრები არ იყვნენ დაკავებული. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერავინ უარყოფს.


როდესაც "მაი ვეის" წარმომადგენლები ჩემი განცხადების უტიფრობაზე საუბარს კადრულობენ, ნუთუ, სიმწრისა და სირცხვილის ცივი ოფლი არ ასხამთ შუბლზე?! ისინი მოგვიწოდებენ, რომ საყოველთაო დისკუსია გავხსნათ ავიაციის თემაზე. ნეტავ, რა უნდა შემოგვთავაზონ, ის ხომ არა, რომ პატარა საქართველოში ათობით ავიაკომპანიამ იარსებოს, რომელთაგან ზოგს თვითმფრინავის ფრთები, ზოგს ძრავი, ზოგს კიდევ ბორბლები ექნება და, ამგვარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით "აღჭურვილნი", კონკურენციას გაუწევენ "აეროფლოტს", "ლუფტ-განსას", "ბრითიშ ეარვეისს", "ეარ-ფრანსს", "თურქიშ ეარლაინსს" და სხვა გიგანტებს, რომელთა პარკი, თითოეული, ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის.


"ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თანამემამულეებს, ვისთვისაც საავიაციო მომსახურება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა, დახმარების ხელი გაუწოდოს. ავიაკომპანია "მაი ვეის" მესვეურებს კი ამ ვითარებაში ჩვენი მოცდენა და ჭეშმარიტად საქვეყნო საქმის კეთებაში ხელის შეშლა განუზრახავთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხალხის გაჭირვებით ისარგებლონ და, როგორც ნათქვამია, ჭირის დროს ნადიმი გააჩაღონ.


ძვირფასო თანამემამულენო, სიმართლე ესაა. ერთ საკითხზე ორი სიმართლე არ არსებობს, სიმართლე ყოველთვის ერთია!“-წერს ბოკერია. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up