„ნუტრიმაქსი“ თევზის კომბინირებული საკვების წარმოებას იწყებს

„ნუტრიმაქსი“ თევზის კომბინირებული საკვების წარმოებას იწყებს

access_time2021-07-29 13:00:00

ცხოველების კომბინირებული საკვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია საქართველოში „ნუტრიმაქსი“ ახალ ქარხანას ააშენებს. კომპანიის წარმომადგენელმა რევაზ ლაფაჩმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ სამომავლოდ თევზის სანაშენე მეურნეობების კომბინირებული საკვებით მოამარაგებას გეგმავენ, რომლებიც დღეს ამ პროდუქტის დეფიციტს განიცდიან.


„ადგილობრივ ბაზარზე თევზის საკვების დიდი საჭიროებაა. სამწუხაროდ, დღეს  ბევრი ექსტენსიური  მეურნეობაა, რომელიც კომბინირებულ საკვებს საერთოდ არ იყენებს, ამიტომ ვგეგმავთ, კიდევ უფრო მეტი პოტენციალი შევქმნათ და შევამციროთ იმპორტი.  დასაწყისისთვის, ბაზრის 25-30%–ის ათვისებას შევძლებთ და ამ მაჩვენებელს  ნელ-ნელა გავზრდით. ინდუისტრია, რომელიც შექმნის თევზის საკვებს, რომელშიც იქნება ინგრედიენტი თევზის ფქვილი, თევზის ნარჩენწარმოება, არც არის საქართველოში. გვინდა პირველები გავხდეთ!“, - აცახდებს ლაფაჩი.


მისივე ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა 2022 წელს იგეგმება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში,  ქარხანას შეასძლებლობა ექნება, ბაზარი 1500-2000 ტონა საკვებით მოამარაგოს. სავარაუდო ინვესტიცია  2,5 მლნ ევროს ფარგლებშია.


„საინვესტიციო თანხის მოცულობა არის ცვლადი. საბოლოდ დასაზუსტებელია, როგორი დანადგარის ყიდვა მოგვიწევს - ევროპულის თუ ჩინურის. არის მეორადი ტექნიკის ბაზარიც, ფართო არჩევანია, ძიების პროცესში ვართ.  ვარჩევთ ასევე ტერიტორიასაც, სადაც უნდა განთავსდეს ქარხანა“, - მოგვითხრობს რევაზ ლაფაჩი.



რაც შეეხება საწარმოო პროცესზე პანდემიის გავლენას, როგორც რევაზ ლაფაჩი ამბობს, ამან კონკრეტულად ამ ბიზნესზე დადებითად იმოქმედა, რადგან ცხოველის საკვების მიმართ მოთხოვნა გაიზრდა.


„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ზოგადად ცუდად მოქმედებდა ბიზნესზე, სტრესული გარემო იყო და რამდენიმე დიდი წარმოება გაჩერდა კიდეც, მთლიანობაში ცხოველთა კვების ბაზარი განვითარდა. ჩვენ შემთხვევაში, 35%-იანი ზრდა გვაქვს. ეს გამოწვეულია ადამაინების გასვლით რეგიონებში. პანდემიისას ვიღაცამ ქათამი გაიჩინა, ვიღაცამ ბოცვერი, ძროხა და ასე თანდათან კომბინირებულ საკვებზე მოთხოვნა გაგვეზარდა“, - ამბობს ლაფაჩი.

 

„ნუტრიმაქსი“ დაარსდა 2009 წელს და ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს.


კომპანიის მისიაა მაღალხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური კონსულტაციების მიწოდების საშუალებით, განავითაროს ფერმერული მეურნეობები საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან ჰოლანდიური მსხვილი ჰოლდინგის წევრის — Trouw Nutrition Hifeed- ის ოფიციალური პარტნიორია, რომელსაც ცხოველთა საკვების, აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიცია უკავია. 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up