ნურიელ რუბინი: მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის გამო შეფერხდება

ნურიელ რუბინი: მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის გამო შეფერხდება

access_time2020-02-27 20:00:08

ეკონომისტი, რომელმაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველა, მიიჩნევს რომ ინვესტორების ქცევა ზედმეტად გულუბრყვილოა.მსოფლიო ბაზრები თავს იტყუებენ სხვადასხვა ფაქტებით, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება - ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ნურიელ რუბინი ამაში დარწმუნებულია.  მისი აზრით, ბაზარზე აქტორები არასწორად მოქმედებენ. სწორედ ეს არის საფონდო ბირჟებზე რეკორდული ცვლილების მიზეზი. Financial Times-ის სტატიაში მან 4 ყველაზე პოპულარული შეცდომა დაასახელა, რომელსაც ინვესტორები უშვებენ.


პირველ რიგში, ბაზრები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ეპიდემია ჩინეთით შემოიფარგლება,მაგრამ ახლა აშკარა ხდება, რომ პანდემია გლობალურ ხასიათს იღებს. „ჩვენ კიდევ არ ვიცით რამდენი ქვეყანაა აზიაში და მსოფლიოს სხვა კუთხეში საფრთხის ქვეშ, მომავალში ალბათ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახლა“ - წერს რუბინი.


Worldometer-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე დაინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ირანში და კიდევ 40 ქვეყანაშია დაფიქსირებული.


მეორეც, მოსალოდნელი იყო, რომ ნეგატიური შედეგები ამ ეპიდემიის პირველი კვარტალის ბოლოს პიკს მიაღწევდა, შემდეგ ეპიდემია განელდება. მაგრამ უკვე თებერვლის ბოლოს გასაგები გახდა, რომ ეს ასე არ არის.


საქმე იმაშია, რომ ჩინეთის მაცხოვრებლები ეპიდემიის დასრულებას სახლებში ელოდებიან. სამუშაო ადგილები დაცარიელდა. ჩინეთმა მასშტაბური დარტყმა მიიღო ამ ვირუსით, მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვები სერიოზულად დაირღვა. ამასთან ჩინეთზე მსოფლიო შიდა პროდუქტის 20 პროცენტი მოდის.



ეპიდემიას შეუძლია შეაფერხოს საქმიანი ურთიერთობები, რაც ნდობაზეა დამყარებული და შეამციროს მომხმარებლების აქტივობა. რუბინის პროგნოზებით, კომპანიები ამჯობინებენ შეაჩერონ კაპიტალური დანახარჯების ზრდა მანამ, სანამ არ დაინახავენ რამდენად მძაფრი და მასშტაბური იქნება ვირუსის გავრცელება.


აშშ-ს მაცხოვრებლებიც კი სახლებში ელოდებიან, როდის ჩაცხრება პანდემია, სადაც დავადებულების რიცხვი ბოლო მონაცემებით 37 ადამიანია და არ არის სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა.


რუბინი აკრიტიკებს V-ტიპის ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიას.  ეკონომისტი ბაზრებს სთავაზობს წარმოიდგინონ,  რომ ჩინეთი შეაკავებს ვირუსს და მისი გავლენა ეკონომიკაზე პირველი კვარტლით შემოისაზღვრება.  თუ ჩინეთის კვარტალური წარმოება 2 პროცენტით შემცირდება, ეს ნიშნავს 8 პროცენტიან წლიურ შემცირებას.


„რწმენა, რომ ჩინეთის ეკონომიკა კვარტალში 4 პროცენტით გაიზრდება „გმირულად ოპტიმისტურია“- ამბობს რუბინი


იმის ლოდინი რომ პოლიტიკოსები დროუოლ და სწრაფ რეაგირებას მოახდენენ უსარგებლოა. „ფისკალური პოლიტიკა ძალიან ნელა რეგირებას ან საერთოდ ვერ მოახდენს ეფექტს, ეს უკავშირდება ცენტრალური ბანკების პოლიტიკურ თუ სხვა შეზღუდვებს, მათ ამოეწურათ ბერკეტები“ - წერს რუბინი


კორონავირუსის გავრცელება - ეს ნეგატიური შოკია ფინანსების კუთხითაც, რომლის გამოც მცირდება ეკონომიკური ზრდა, იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი. საკრედიტო პოლიტიკის დახმარებით მსგავსი რამის რეგულირება შეუძლებელია.


მარიამ მორგოშია

rbc.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up