ნურიელ რუბინი: „მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა

ნურიელ რუბინი: „მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა

access_time2019-10-22 13:28:45

„აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები ფარგლებში, ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


„ქვეყნებს შორის, რეგიონებს შორის, ევროპასა და აზიას შორის ურთიერთდაკავშირებულობა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ ეკონომიკური ზრდა ქვეყანასა და რეგიონში. არსებობს მთელი რიგი ინიციატივები უფრო მეტი ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურებისთვის რკინიგზასა და პორტებში, მათ შორის ერთი სარტყელის ინიციატივა, აბრეშუმის გზის ინიციატივა, ეს ქვეყანა ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი. - განაცხადა რუბინმა.


ღონისძიების მოდერატორმა ასევე ისაუბრა საქართველოს პოტენციალზე ენერგეტიკის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის სექტორში. „ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურების, ქარის და მზის ელექტროსადგურების მიმართულებით - აღნიშნა რუბინმა. პროფესორმა განათლების სფეროში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე რეფორმები ამ მიმართულებით. „გაკვეთილი რამდენიმე ათწლეულისა გახლავთ ადამიანური კაპიტალი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ინფრასტრუქტურული კაპიტალი, ზოგიერთ ქვეყანაში ფაქტიურად არ გააჩნიათ ბუნებრივი რესურსები, მაგალითად კორეას, იაპონიას, იზრაელს, სინგაპურს, და ისინი მაღალი შემოსავლების ქვეყნები გახდნენ იმით, რომ ინვესტიციას ახდენენ საკუთარ ხალხში, უნარებში, განათლებაში, ამიტომ მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა. განაცხადა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.



საქართველოზე საუბრისას, რუბინმა ერთ-ერთ გამოწვევად სამუშაო ძალის სახით ქალთა ნაკლები ჩართულობა დაასახელა. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, სამუშაო ბაზრის გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ კეთდება და პროდუქტიულობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მეტი ჩართვა სამუშაო ძალაში და პროფესიული განათლების გაღრმავება.


ნურიელ რუბინმა აღნიშნა, რომ საქართველომ გააუმჯობესა მართვის კომპონენტი და ბიზნესის დაფუძნება ქვეყანაში მარტივია. შეხვედრის მოდერატორი ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს და ძირითად გამოწვევებსაც შეეხო: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ მართვაში გაუმჯობესება, საქართველოში ძალიან მარტივია კომპანიის შექმნა და მთავრობას აქვს გადაწყვეტილება მიიღოს გაკოტრების კანონი, ასევე საჭიროა სასამართლო რეფორმის გამყარება უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და ანგარიშგებისთვის.


„კომერსანტი“




ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up