ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი - 2021 წლისთვის პირველი ტურისტული ჯავშნების მიღება დაიწყო

ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი - 2021 წლისთვის პირველი ტურისტული ჯავშნების მიღება დაიწყო

access_time2020-12-22 12:00:29

„2020 აბსოლუტური გაჩერების, ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი.  2021 წელს რაც შეეხება, მოლოდინები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მოტივაციაზეა დამყარებული,  თუმცა არანაირი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს,“ – ამის შესახებ "კომერსანტს" ისრაელისა და ეროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.


როგორც ცნობილია, მარტიდან დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების აღდგენას გეგმავს. რა მოლოდინი აქვს 2021 წლის გაზაფხულიდან ტურიზმის სექტორს ერთწლიანი გაჩერების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით მაია მურაჩაშვილმა აღნიშნა,  როგორც კი ტურიზმი ამოქმედებას დაიწყებს გარკვეული სახეცვლილებით თუმცა მაინც, ყველა სექტორი ჩვეული ტემპის დაბრუნებას დაიწყებს და რადიკალური შედეგები მოსალოდნელი არ არის. მესტიაში კი სათხილამურო კურორტზე უკვე მოთხილამურეების ჯგუფებს ელოდებიან.



 „რომ გითხრათ,  Wizz air- ის გამო გაზაფხულზე დიდი მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ და გათვლებს ვერ  ვაკეთებთ.  მომავალი წლისთვის ჯავშნები უკვე გაჩნდა - ორ ახალ სასტუმროს ვხსნით მესტიაში, ეს იქნება 21 და 25 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმროები. მოთხილამურეების 6 ჯგუფს თებერვლიდან უკვე უნდა შემოსვლა სამთო-სათხილამურო კურორტზე, სხვა ლოკაციას არ განიხილავენ, მაინც და მაინც საქართველოში უნდათ წამოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ ფრენებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ვერ ვაძლევთ. იქნება რეისები თუ არა, ჩარტერული იქნება თუ რეგულარული - იანვარში თუ გვექნება პასუხი, კარგია. პირველ ივლისსაც უნდა გაგვეხსნა საზღვრები და ვერ გავხსენით, ბევრი იმედგაცრუება გვქონდა, მაგრამ რამეზე იმედი დავამყარო უხერხული იქნება ჩემს პარტნიორებთანაც.

არ ვთვლი, რომ კატასტროფული შედეგები იქნება 2020-ის გამო - როგორც კი ტურიზმი საშუალოდ ამუშავდება,  ამუშავდება ყველა სექტორი,“ - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up