ნულოვანი ბრუნვა და არალიკვიდური ბაზარი - რას ჩავწერთ ევროკომისიის კითხვარში კაპიტალის ბაზრის შესახებ

ნულოვანი ბრუნვა და არალიკვიდური ბაზარი - რას ჩავწერთ ევროკომისიის კითხვარში კაპიტალის ბაზრის შესახებ

access_time2022-04-20 10:00:54

საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, მაგალითად მარტში სულ 3 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ მხოლოდ 1309 ლარი შეადგინა, დღიური საშუალო ბრუნვა კი 57 ლარი იყო. პოლიტიკოსები და ეკონომისტები პერიოდულად კაპიტალის ბაზრის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს, თუმცა, როგორც წესი, არაფერი იცვლება. ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება არც სავალდებულო საპენსიო დაზღვევას გაუჩენია და მთელი დანაზოგი ისევ ბანკების ხელში გადავიდა.


ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურება ევროკომისიის კითხვარმა ისევ აქტუალური გახადა. საქართველოს მთავრობამ ამჯერად ევროკავშირს უნდა უპასუხოს, თუ რამდენად განვითარებულია ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი, წარმოადგენს თუ არა ის პრაქტიკაში საწარმოების დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს და რამდენად გაიზარდა ბაზარი ბოლო წლებში.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში კაპიტალის ბაზრის მიმართულებით და როდის უნდა ველოდოთ რეალურ ძვრებს.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს ევალება, ასევე მისი ფუნქციაა - ხელი შეუწყოს ბაზრის განვითარებას, დაიცვას ინვესტორების უფლებები, უზრუნველყოს ბაზარზე კონკურენცია და ა.შ. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში კაპიტალის ბაზრის განვითრებისთვის არაერთი ნაბიჯია გადადგმული, მათ შორის მნიშვნელოვანია კანონპროექტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ბანკებმა იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვან. ეროვნული ბანკის პროგნოზით, კანონის მიღების შემდეგ სამ-ოთხ წელში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარი 1.5-2 მილიარდი ლარის ფარგლებში იქნება.


„ვვარაუდობთ, რომ აღნიშნულმა ბაზარმა 3-4 წელში უნდა მიაღწიოს 1.5-2 მილიარდ ლარამდე მოცულობას. ბუნებრივია, ეს არ იქნება მხოლოდ ლარის ფასიანი ქაღალდები, თუმცა უმეტესად ლარის იქნება და საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზარს ველოდებით. მოგეხსენებათ, დღეს ლარის სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 250-300 მილიონია, ხოლო მხოლოდ ამ ინსტრუმენტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გავზრდით სავალო ლარის ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ამ მხრივ ბაზრის 7-8-ჯერ ზრდას ველოდებით. ვთვლით რომ ეს ინსტრუმენტი საკმაოდ პოპულარული იქნება ემიტენტთა ანუ ბანკების მხრიდან, ასევე საფინანსო ინსტიტუტებს, საპენსიო ფონდებს და IFI-ებს შორის”,- განაცხადა სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ.


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღიარებს, რომ კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. თუმცა მისი თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“.


„ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბაზა. კაპიტალის ბაზრისათვის კრიტიკულია ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ – მთავრობის ფასიან ქაღალდებში ხშირად უცხოელი ინვესტორები დომინირებენ, რაც ასევე ქმნის ინვესტორთა ბაზას კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისათვის. ჩვენ სხვადასხვა მექანიზმით უნდა წავახალისოთ ადგილობრივი კორპორაციები უფრო აქტიურად გამოვიდნენ კაპიტალის ბაზარზე”, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრმა.



კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ პროგრამაც ხორციელდება. 18-თვიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის ბაზრის განვითარების გუნდის მიერ ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად. კვლევის ავტორები პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მიწოდების მიმართულებით მთავარი ბარიერი ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგალითად კომპანიები არ ფლობენ დეტალებს გამოშვების პროცესის, რეგულაციების და მოთხოვნების მიმართულებით რაც ფასიანი ქაღალდების ემისიასთან არის დაკავშირებული. ასევე პრობლემაა ემისიასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ალტერნატიული დაფინანსების საშუალება უკვე აქვთ კომპანიებს კომერციული ბანკების მხრივ და სხვა გზების ძიებისთვის არც დრო და არც სურვილი არ უჩნდებათ.


Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ ინვესტორების მხრივ, პრობლემაა ლიკვიდობა, მაგალითად როდესაც კომპანია იყიდის ფასიან ქაღალდს შემდეგ მისი გაყიდვა თუ დასჭირდა, გაუჭირდება, ამიტომ ლიკვიდობა შექმნება. გარდა ამისა პოტენციური ინვესტორისთვის რეგიონში არსებული არასტაბილურობაა არასახარბიელო და ისიც რომ ბაზარი მცირე ზომისაა.


საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე კი გვიყვება, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა საპენსიო თანხები გამხდარიყო ის საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობდა ხელს, თუმცა საბოლოოდ თანხები ბანკებში განათავსეს. მისი თქმით, ჩვენთან უბრალოდ არ არის კაპიტალის ბაზარი, შესაბამისად საბრუნავიც არაფერია, მის განვითარებას კი უნდა თავიდან დაწყება და სჭირდება საკანონმდებლო ბაზის განვითარება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და ა.შ.


რატომ არის დღემდე განუვითარებელი და არალიკვიდური არსებული საფონდო ბირჟა, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა რამდენიმე თვის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ბირჟის არალიკვიდურობაა, ანუ არ გვყავს ერთის მხრივ საკმარისი რაოდენობის ინვესტორები და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც გამოუშვებენ თავიანთ აქციებს.


იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი ვერ ვითარდება და პერსპექტივის მიუხედავად 2021 წელს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 14 გარიგება დაიდო, საბანკო სექტორი ზრდას განაგრძობს და მისმა წილმა საფინანსო სერვისების ბაზარზე 90%-ს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up