ნუგბარი ოქროთი და ბრილიანტებით - რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადი მსოფლიოში

ნუგბარი ოქროთი და ბრილიანტებით - რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადი მსოფლიოში

access_time2021-02-07 20:00:00

შოკოლადი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია. მისი ზომიერად მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი ახალგაზრდავდება, “ბედნიერების“ ჰორმონებს გამოიმუშავებს, კანს სიჯანსაღეს სძენს და სხვა დადებითი თვისება გააჩნია.



ძვირად ღირებული შოკოლადები იშვიათი კაკაოს ფხვნილისა და ინგრედიენტებისგან მზადდება. მათი ფასი რამდენიმე ათას დოლარსაც კი აღწევს. შოკოლადის ინდუსტრია, გლობალური გაყიდვებით წელიწადში 100 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.



გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადის ათეულს:



10. Aficionado's Collection Chocolates - 275 დოლარი

The House of Grauer- ის მიერ შექმნილი Aficionado's Collection Chocolates მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.

ამ შოკოლადების კოლოფი 275 დოლარი ღირს. მათ სიგარის არომატი აქვთ. მისი დამზადება შეკვეთითაც შეიძლება და გამორჩეულ საჩუქრად ითლება.

shoko10-1612083377.jpg



9. DeLafée- ს ოქროს შოკოლადის ყუთი - 504 დოლარი

DeLafée- ს ოქროს შოკოლადი უნიკალურობით გამოირჩევა. მას ძვირად ღირებული, ეკვადორის Grand Cru კაკაოსგან ამზადებენ. ერთი შეკვრა 504 დოლარი ღირს.

თავად კომპანია DeLafée არის შვეიცარიის საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის პროდუქტებით. თითოეულ ყუთში დევს 8 შვეიცარული შოკოლადის ნაჭერი, რომელიც დაფარულია 24 კარატიანი ოქროს ფოთლით. გარდა ამისა, თითოეულ შოკოლადის კოლოფს ასევე მოყვება ანტიკური შვეიცარიული ოქროს მონეტა, რომელიც მოჭრილია 1910-დან 1920 წლამდე შვეიცარიის ეროვნულ ბანკში.

shoko9-1612083409.jpg



8. Michel Cluizel's -ის Box of Assorted Treats 895 დოლარი

შოკოლადის ბრწყინვალე ბრენდი Michel Cluizel 1948 წელს, ნორმანდიაში, საფრანგეთში დაარსდა. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც ფლობს რიგ სხვა დამოუკიდებელ შოკოლადის საკონდიტრო კომპანიებს.

მათი შოკოლადები არა მხოლოდ მდიდრულად და გემრიელად გამოიყურება, არამედ სპეციალური შეფუთვაც აქვს.

ყუთში 400 ცალი სხვადასხვა ასორტის ხელნაკეთი შოკოლადი დევს.

შოკოლადის ბრენდი Michel Cluizel- ი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.

shoko8-1612083448.jpg



7. Royal Collection-ის “ოქროს“ და “ბრილიანტის“ შოკოლადები - 1 250 დოლარი

როგორც წესი ამ შოკოლადებს განსაკუთრებულ შემთხვევებში ყიდულობენ. Royal Collection's Gold and Diamond Chocolates მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მე -7 შოკოლადია.

თითოეულ ხის ყუთში, სადაც დევს 12 ცალი შოკოლადის ჯოხი, 8 დაფარულია საკვები 24-კარატიანი ყვითელი და თეთრი ოქროთი, ხოლო დანარჩენ ოთხს თავზე ორი ცქრიალა ბრილიანტი ადევს.

ბრილიანტი არ იჭმევა. ის ერთგვარი ძვირფასი აქსესუარია, რომელსაც სასაჩუქრე მნიშვნელობა აქვს.

shoko7-1612083488.jpg




6. Wispa Gold შეფუთული შოკოლადი - 1 628 დოლარი

Wispa Gold Wrapped Chocolate სინამდვილეში კადბერის შოკოლადია, კარამელის შემცველობით. რით არის შოკოლადი ასე ძვირი?

ჩვეულებრივი შოკოლადი გახვეულია ოქროს საკვებ ფურცელში.

მისი მირთმევა გაუხსნელადაც შეიძლება.

shoko6-1612083552.jpeg



5. Fritz Knipschildt -ის შოკოპოლოგია - 2 600 დოლარი

Fritz Knipschildt შოკოლადის ღვთიური Chocopologie დამზადებულია 2 600 დოლარის ღირებულების ინგრედიენტებისგან!

ამ შოკოლადის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო და იშვიათი ინგრედიენტები.

ის დამზადებულია Valrhona- ს შავი შოკოლადისგან, რომელიც გახეხილია ტრიუფელის ზეთთან, შემდეგ ამ შოკოლადის პასტას ხელით გადაახვევენ იშვიათ ფრანგულ Perigord ტრიუფელზე, რომელსაც საბოლოოდ იშვიათი კაკაოს ფხვნილში ავლებენ.

თითოეული Chocopologie მზადდება შეკვეთით და დასამზადებლად თითქმის 2 კვირაა საჭირო.

shoko5-1612083777.jpg



4. Swarovski Studded Chocolates – 10 000 აშშ დოლარი

Swarovski Studded Chocolates შეიქმნა ლონდონში მდებარე მაღალი კლასის საკონდიტროს, ჰაროდსის და ლიბანური შოკოლადის საწარმოს პაჩის თანამშრომლობის შედეგად.

ერთი კოლოფი 10 000 დოლარი ღირს.

49 ცალიან შეფუთვაში, თითოეული ეგზემპლარი გახვეულია ხელით ნაქსოვ ინდურ აბრეშუმში, რომლებიც მოფენილია სვაროვსკის აბრეშუმის ვარდებით და სვაროვსკის ოქროს ყვავილებით!

ყუთი, რომელშიც შედის შოკოლადები, მზადდება ზამშის, ტყავის და პლატინის ფენებით.

shoko4-1612083810.jpg



3. ოქროს წვეთიანი კვერცხი - 11 107 დოლარი

ოქროს ჭრელი კვერცხი გინესის მსოფლიო რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ძვირად ღირებული არა-სამკაული შოკოლადის კვერცხი.

კვერცხი ბიზმესმენმა საირუს ვანდრევალამ აუქციონზე 11 107 დოლარად შეიძინა. მისი წონაა 50 კგ.

შოკოლადის დამზადებას 3 დღე დასჭირდა. მასში გამოიყენეს ძნელად მოსაპოვებელი იშვიათი ინგრედიენტები.

დიდ კვერცხს ამშვენებს 12 პატარა მოოქროვილი კვერცხი, შოკოლადის 20 მინი ჯოხი და 5 თეთრი ყვავილი.

Golden Speckled Egg შეიცავს მრავალფეროვან არომატს.

shoko3-1612083849.jpg



2. გაყინული Haute Chocolate – 25 000 აშშ დოლარი

ასევე გინესის რეკორდსმენია Frrrozen Haute Chocolate- ის ნაწარმი. მისი ფასი 25 000 დოლარია.

Haute Chocolate არის ცხელი შოკოლადის ნაყოფი, რომელიც მზადდება აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან მოპოვებული 28 ეგზოტიკური კაკაოსგან.

ცხელ შოკოლადს 5 გრამ საკვებ ოქროსთან ერთად მიირთმევენ ათქვეფილი ნაღებით და ძვირფასი ტრიუფელით.

Frrrozen Haute Chocolate- ს ასევე მოყვება ალმასის აქსესუარები - ოქროს კოვზი და ალმასის სამაჯური, რომელიც თეფშის ძირზეა შემოხვეული.

ამ მდიდრულ დესერტს ასევე მოყვება ტრიუფელით სავსე Chocopologie.

ატინის მოყვარულებს კი სამაჯური და კოვზი საჩუქრად რჩებათ.

shoko2-1612083880.jpg



1. Le Chocolate Box – 1,5 მილიონი დოლარი

Le Chocolate Box არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადი და ღირს 1,5 მილიონი დოლარი!

ფასს ეს ძირითადად მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული გასაზღვრავს, რომელსაც თან ახლავს Lake Lake საკონდიტრო კომპანიის მიერ შექმნილი გურმანული შოკოლადები.

Le Chocolate Box- ს აქვს სხვადასხვა შოკოლადის ყუთები, რომლებშიც მოთავსებულია ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები და ბეჭდები.

სამკაული დამზადებულია უმაღლესი ხარისხის თეთრი და ლურჯი ბრილიანტებისგან, ასევე ცქრიალა ზურმუხტისა და საფირონისგან.

Simon Jewelers- ის ეს მარკეტინგული ილეთი ნამდვილად გენიალური იდეაა… რომელ ცოცხალ ქალს არ უყვარს ბრილიანტის სამკაულები და შოკოლადი.

shoko1-1612083928.jpg




BPN.GE















თეგები:
შოკოლადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up