ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამის შემდეგ მოეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბოლოს კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 330 000 ლარი დაიხარჯება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.