ნუცა აბრამიშვილი: ვერასოდეს ვიქნებოდი ვაჭრობის სფეროში

ნუცა აბრამიშვილი: ვერასოდეს ვიქნებოდი ვაჭრობის სფეროში

access_time2016-03-06 10:07:49

„შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი Caucasus Business Week–თან საკუთარი ცხოვრების პრინციპებზე,  ყველაზე საინტერესო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს   


სპეციალობით გერმანისტი ვარ. დავამთავრე გერმანული ენის ფაკულტეტი, შემდეგ კი საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტი (GIPA) საჯარო მოხელის კვალიფიკაციით, ასევე ვსწავლობდი ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის  უნივერსიტეტში   ბიზნესის ადმინისტირებას. 


პირველი სამსახური იყო თბილისის მერიაში. 2005 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სტაჟირებაზე ვიყავი. ძალიან საინტერესო  სამსახური და დრო იყო. იმ პერიოდში საქართველოში და მათ შორის თბილისში, რეფორმები ხორციელდებოდა. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ ძალიან გამიმართლა და პირველივე თანამდებობა მენეჯერული მქონდა. ვიყავი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განყოფილების უფროსი. 


პირველი ხელფასი 600 ლარი იყო, სტუდენტისთვის და მაშნდელი დროისთვის ეს საკმაოდ კარგი შემოსავალი იყო.   მაშინ ბანკებთან აქტიური თანამშრომლობა არ იყო და თანხას ხელზე ვიღებდი. 


რატომ ბიზნესი? მთელი ის პერიოდი ვმუშობდი საჯარო მოხელედ, შემდეგ ვიყავი ამერიკელების პროექტში ტურიზმის კონსულტანტი. ბიზნესის კუთხით კარიერა 2011 წლიდან იწყება. მე არ მქონდა ღვინის სფეროში არანაირი კვალიფიკაცია, თუმცა, ჩემი ოჯახი მეღვინეობას წლებია მისდევს, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, შესაბამისად, ეს  სფერო  ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. ბაბუა და მამა მეღვინე მყავს. სულ მინდოდა რომ ტრადიცია გამეგრძელებინა.ასეც მოხდა.  


ბიზნესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა, წარმატების მიღწევაში   საჯარო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება დამეხმარა. ამ ყველაფერმა ბიზნესში მუშაობა ძალიან გამიმარტივა. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ იყო ბიზნესში გადასვლა და პროცესების სხვანაირად წარმართვა რთული. რაღაცეები ეფექტურად მოვახერხე.



 ვმუშაობ კვირაში 7 დღეს და 24 საათი, აქედან გამომდინარე, შემიძლია თავს უფლება მივცე, რომ ჩემი დრო მე თვითონ ვაკონტროლო. ამიტომ, სამსახურში მისვლის რაიმე კონკრეტული დრო არ მაქვს. თუმცა,  ვცდილობ დისციპლინა დავიცვა,დროულად მივიდე, თუმცა, თავის დროზე უკან  დაბრუნებას ვერასოდეს ვახერხებ.


სამსახურში მისვლისას პირველად მეილებს ვამოწმებ. დღის გეგმას კი წინა დღეს ვადგენ. ვეცნობი პრესას, აუცილებლად ვსვამ მეორე ჭიქა  ყავას იმისთვის, რომ გამოვფხიზლდე და შემდეგ უკვე დღის გეგმის განხორციელებას ვიწყებ.

 

ვერასოდეს ვიმუშავებდი ვაჭრობის სფეროში და ვერ ვიქნებოდი იმპორტით დაკავებული. ყოველთვის მომხრე ვარ იმისი, რომ ქართული, ეროვნული, ტრადიციული პროდუქცია იქნეს საქართველოში წარმოებული და პირიქით, ქვეყნის გარეთ გატანილი. ეს არის საქართველოს პიარი, იმიჯის აწევა და წარმოებული პროდუქცია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავა – ეს  საქართველოს სახელია. მაღაზიების და თუნდაც, მოდური აქსესუარების ვაჭრობის სფეროში ვერასოდეს ვიქნებოდი, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. 


კარიერისთვის ყველაფერზე წასვლა  მიზანშეწონილად  ნამდვილად არ მიმაჩნია. ადამიანი ყველაფერზე არ უნდა წახვიდე. უნდა გქონდეს შენი ძალიან ცხადი და კონკრეტული მიზანი.   ამის მიღწევამდე არის მიხვეულ-მოხვეული გზები, სადაც დათმობებია საჭირო, თვალების დახუჭვაა საჭირო. მე წონასწორობის მოხმრე ვარ. ყველაფერი უნდა დააბალანსო. კარიერის დროს ბრძოლა და ხისტი თამაშის წესები არამიზანმიმართულია. 


ყოველ საღამოს მივირთმევ ჩვეულებისამებრ ერთ ჭიქა „ვინოტერას“, ქვევრის ღვინო  წითელ საფერავს. გამომდინარე იქიდან, რომ საფერავს აქვს ძალიან ბევრი ანტიოქსიდანდი, არის ძალიან სასარგებლო, არის გამაახალგაზრდავებელი, უწყობს ხელს ნივთიერებათა ცვლას. ამიტომ, როგორც წესი, მე ყოველ საღამოს ერთ ჭიქა ღვინოს მივირთმევ. 


ცხოვრებაში ყველაზე მთავარია კეთილდღეობა, ჯანმრთელობა,  ახლობლების კარგად ყოფნა და ზოგადად წარმატების მიღწევა.  როდესაც წარმატებას აღწევ, ხარ ჯანმრთელი, ხოლო წარმატების მიღწევის შემდეგ ორმაგდება და ასმაგდება სურვილი იმისი, რომ იყო უფრო კარგად და დაეხმარო სხვებს. ანუ ბედნიერება გადამდებია.  ჩვენ ვართ ჩვენივე პროდუქტების, მომსახურების პირველი კლიენტები. შესაბმისად, ბედნიერება გადამდებია და ღვინოში არის ბედნიერება, გასტრონომიაში და იმაში რასაც ვაკეთებთ.  ვცდილობ, რომ ეს  ბედნიერება იყოს ჩვენს ყველა ახლობლებში და ოჯახის წევრებში გავრცელებული, რაც დადებით ხასიათზე მოქმედებს. 


ყველაზე მეტად მეშინია ფრენის, ყინულზე მანქანის მართვის, აღმართზე მანქანით ასვლის.  ტრანსპორტთან დაკავშრებული შიშები მაქვს.  

 

მოგზაურობა  მიყვარს, მიწევს, თუმცა, ძალიან მეშინია ფრენის და დისკომფორტი მაქვს ხოლმე. 


ქართული სამზარეულოს ძალიან დიდი მოყვარული ვარ. თუმცა,  გამოვყოფდი თევზს, ზოგადად, თევზეულს, ლობიოს ქოთანში. ასევე ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. 


მიყვარს ხელოვნებაც. მიყავრს მხატვრობა, კლასიკა, ძველი რემბრანტის ნახატები, ძველი რომაული პერიოდის. სურეალისტური მოდერნი არა, რადგან ეს ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. 




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up