ნუცა აბრამიშვილი: ჩინეთში ქართული ღვინის კონკურენტი მოლდოვური ღვინო უფრო არის, ვიდრე ევროპული

ნუცა აბრამიშვილი: ჩინეთში ქართული ღვინის კონკურენტი მოლდოვური ღვინო უფრო არის, ვიდრე ევროპული

access_time2018-01-18 14:00:43

„ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ხდებოდა ღვინის მახასიათებლების გაყალბება და შესაბამისად, ხარისხის დაცემა, რაც წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო ექსპორტზე და კონკურენტუნარიანობაზე, სადაც ხარისხი არის უმთავრესი და გადამწყვეტი“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „შუხმან გრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.


— ქართული ღვინისთვის 2017 წელი იყო ძალიან წარმატებული. პირადად თქვენ, რას ფიქრობთ ქართული ღვინის გლობალურ სურათზე, ათვისებულ და ასათვისებელ ბაზრებზე?



ქართული ღვინისთვის 2017 წელი საკმაოდ კარგად დასრულდა, ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, საკმაოდ განვითარებული არის ჩინეთის ბაზარი, რაც ძალიან კარგია, რადგან ერთ-ერთი უმსხვილეს სტაბილურ მსოფლიო ეკონომიკური მოთამაშის პარტნიორი გახდა საქართველო და მეღვინეობის დარგი, რაც ფაქტობრივად, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას გულისხმობს. „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მაგალითზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ჩავანაცვლეთ რუსეთის ბაზარი, უკვე პოლიტიკური და მიმდინარე ფინანსური რყევებიდან გამომდინარე.


— საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გადის ჩინეთშიც. ვინ მოიაზრება ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მთავარ კონკურენტებად?


რეგიონის ქვეყნები რომ ავიღოთ, ჩინეთში ქართული ღვინის კონკურენტი არის მოლდოვური ღვინო, ვიდრე ევროპული.


— ეს იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ ქართული ღვინო კონკურენციას ვერ უწევს ცენტრალური ევროპის ღვინოს ხარისხით, ხოლო ფასებით ის ვერ გაუწევს კონკურენციას ავსტრალიურ, ახალ ზელანდიურ სამხრეთ ამერიკულ და სამხრეთ აფრიკულ ღვინოებს?



ცნობადობით რა თქმა უნდა, ფასს ვერ შევადარებთ, რადგან იქაური ფასი არის დაბალი გამომდინარე მწარმოებლურობიდან. შესაბამისად, კოპანიები, რომლებიც აწარმოებენ 20 მილიონ ბოთლზე მეტს წელიწადში , მათი ხარჯები არის შესაბამისად ნაკლები. ჩვენ რესურსი ყველანაირად შეზღუდული გვაქვს გამომდინარე ჩვენი ვენახების რაოდენობიდან, ამიტომ ქართულმა ღვინომ და მეღვინეობამ უნდა ეცადოს დაიმკვიდროს მაღალი ხარისხიანი ღვინის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის უფრო დადებითი იმიჯი, ამასთან მარკეტინგულად გამართლებულია, როდესაც ქვეყანა აწარმოებს მცირე რაოდენობას. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება შევედაროთ წამყვან ცენტრალური ევროპის ღვისნის მწარმოებელ ქვეყნებს.


— როგორ ფიქრობთ, შეძლებს ქართული ღვინო ევროპაში ადგილობრივ ღვინოებს გაუწიოს კონკურენცია?


გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს, იმიტომ, რომ დიდი წარმატება ხვდა 2017 წელს ქართულ ღვინოს , ერთ-ერთი უმთავრესი წარმატება იყო მარკეტინგული აღიარება, ცნობადობის ამაღლება, როდესაც ქართულ ღვინიოს ძალიან დიდი და საპატიო ადგილე ეკავა ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში. ქარული ღვინო იქ წარმოჩენილი იყო მსოფლიო ღვინოების გვერდით.


— ზოგიერთი ადგილობრივი მეღვინეებისგან გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩინური ბაზრის ათვისებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ქართული ღვინის ხარისხის ვარდნა, რამდენად ეთანხმებით?


არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ბოლო წლებია საკმაოდ მკაცრად და აქტიურად ხდება ღვინის სერტიფიცირების პროცესი საქართველოში. ჩვენთან ღვინის გაგზავნა ხდება მკაცრად დაცული პროცედურებით, მაგალითისთვის, შეიძლება ითქვას, რომ შემოვიდა სერთიფიცირების ონლაინ წესი, სადაც ვერცერთი ღვინო ვერ გავა ქვეყნის გარეთ, თუ არ მოხდება მისი შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების შედეგად შემოწმება. ეს ნიშნავს, რომ თავიდან გვექნება აცილებული ღვინის ფალსიფიკაცია უცხო ქვეყნებში, ხოლო ფალსიფიკაციის რისკები მოდის ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში. შესაბამისად, ამის აღმკვეთი ღონისძიებები უკვე დაწყებულია და საქართველოში, ხოლო ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ხდებოდა ღვინის მახასიათებლების გაყალბება და შესაბამისად, ხარისხის დაცემა, რაც წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო ექსპორტზე და კონკურენტუნარიანობაზე, სადაც ხარისხი არის უმთავრესი და გადამწყვეტი.


პერსპექტივაში როგორ ხედავთ რუსულ ბაზარს?


რუსული ბაზარზე არის ისტერიული ფონი საქართველოსთვის ყველანაირი გაგებით, პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სავაჭრო-ეკონომიკური. რუსული ბაზარის არის მაღალი რისკების შემცველი, რასაც 2014 წლიდან დაემატა რუბლის დევალვაცია და მსყიდველობითუნარიანობის დაწევა, შესაბამისად, მოთხოვნაც შემცირდა, თუმცა რუსეთი დიდია და მისი მაშტაბები არ შემცირებულა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება რუსეთიდან მოთხოვნა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ღვინის ცალსახა პრიორიტეტი არის ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაცია, ხოლო ეს პრიორიტეტი აღიარებულია როგორც დარგის ისე სახელმწიფოს მიერ. ზემოთ აღნიშნული წარმატებები ცხადყოფს, რომ ქართული ღვინო ხდება დივერსიფიცირებული და ექსპორტი ხდება მრავალ ქვეყანაში. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი ერთ კონკრეტულ ბაზარზე ორიენტირება , რათა თავიდან ავიცილოთ 2006 წელს რუსული ემბარგოს მიერ გამოწვეული მძიმე შედეგები. რთული იყო ეს პერიოდი, ძალიან დიდი სამუშაოები გასწია როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფომ და სასიხარულოა, რომ ღვინო კვლავ რჩება მაღალი ღირებულების ქარულ ეროვნულ პროდუქტად . თამამად შეიძლება ითქვას, ქართული ღვინო არის შესაბამის მწვერვალებზე.



„კომერსანტი“




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up