ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით, იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით - დავით მესხიშვილი

ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით, იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით - დავით მესხიშვილი

access_time2018-07-14 16:31:19

„თუ ცოტათი მაინც გჯერათ ჩემი, ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით და იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისივე თქმით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა უნდა აიკრძალოს.

„ძირითადად, მთავარი არგუმენტია ხოლმე, რომ მოკლე გზაა. სინამდვილეში კი, საწვავიც მეტი გეხარჯებათ ასეთ აღმართ-დაღმართიან გზაზე და დროც. რაც შეეხება უსაფრთხოებას: 1. ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ეს შეიძლება ხდებოდეს ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის ან სულაც მძღოლის გამოუცდელობის გამო; 2. თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთი ავტომობილის პირისპირ, რომელსაც საერთოდ აღარ უჭერს მუხრუჭი (მუხრუჭის გამოყენებასაც ცოდნა უნდა); 3. ხშირად სატვირთოები მიბობღავენ (რა უნდა აქ საერთოდ სატვირთოს?!) და სხვები გასწრებას ცდილობენ. ასე რომ, შეიძლება უბრალოდ ვერ აირიდოთ საპირისპირო მიმართულებიდან, თქვენ გზაზე უცაბედად გადმოსული ავტომობილი; 4. არაერთხელ, მეწყერმა და ნიაღვარმა გომბორის გზის რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად წაიღო; 5. გომბორის გზაზე, ერთ თვეში დასახიჩრდა 40-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა ოთხი, მათ შორის მცირეწლოვანიც. თუ რამდენიმე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის აშკარად შემზარავი იქნება. აშკარად, ინფრასტრუქტურულად რაღაც ვერ არის წესრიგში იქ. მე რომ მქონდეს უფლება, დროებით ჩავკეტავდი გომბორის გზას, საფუძვლიანად შევისწავლიდი, მოვაწყობდი დამცავ ჯებირებსა და განვათავსებდი გზის უსაფრთხოების სარკეებს, დავამონტაჟებდი კამერებს იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები. უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს დავნერგავდი და ამის შემდეგ გავხსნიდი. 


გახსნის შემდეგ, მოძრაობას მაინც ავუკრძალავდი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს და ავტობუსებს, შეზღუდვას დავაწესებდი მიკროავტობუსებზე. ვინაიდან მე ამის უფლება არ მაქვს და დიდად აქ არც არაფერი იცვლება, ამიტომ, ნუ წახვალთ და ნუ წამოხვალთ ამ გზით. ისარგებლეთ კახეთის გზატკეცილით“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე 13 ივლისს, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. 1-ელ ივლისს სოფელ თეთრწყლებთან ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. 9 ივნისს ასევე თეთრწყლებთან, სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი და გარდაიცვალა 4, მათ შორის ერთი ბავშვია. 17 თებერვალს კი გზის ამავე მონაკვეთზე საწვავმზიდი გადაბრუნდა და დაიწვა.


Reginfo




5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up