ნუ იმალებით - „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

ნუ იმალებით - „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

access_time2020-09-24 14:56:25

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები სხვადასხვა პარტიას შორის, თუმცა მმართველი გუნდი მასში მონაწილეობას არ იღებს და ივანიშვილი მხოლოდ ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიმართავს მოსახლოებას.


ხაზარაძის განცხადებით, თუ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს "ქართულ ოცნებას" უტოვებს.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით" შეგვიძლია ავირიდოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


ბრიფინგის მსვლელობისას ხაზარაძემ ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ლარი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ამ კრიზისის სამართავად კი მმართველ გუნდს ძალა არ შესწევს.


„ლარი უფასურდება, ხალხი კარგავს შემოსავალს, ბიზნესი გაჩერებულია და არავის აქვს ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მმართველი გუნდი საერთაშორისო ვალებით ავსებს ბიუჯეტს. უმეტესი ბიზნესი გაჩერებულია და გამოსავალზე ვერავინ საუბრობს, მთავრობამ არ იცის, რა ქნას, მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ აქვთ ხედვა და იმალებიან. იმალებიან იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები მწვავე კითხვებზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ეკონომიკური ჩიხიდან - დღეს ჩვენ ბრძოლაში ვართ არა პარლამენტში სკამების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის!


ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესის დასახმარებლად სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.


ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ლარის კურსის დერეფნის შექმნა, რომელიც ასევე არ გაითვალისწინეს.
დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ლარის გაუფასურება გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ისედაც დრამატულად შეუმცირდა შემოსავლები.


არჩევნების პერიოდი რისკებს ზრდის. იმისთვის, რომ არ მივიღოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას - ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის შესაბამისი გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების გადავადება და რეფინანსირების საკითხი.


ქართული ოცნება არც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.


ჩვენ თვეების წინ ვთავაზობდით ხელისუფლებას კოვიდის მეტად გავრცელების პირობებში პანდემიის მართვის გზებს, რათა ეკონომიკური პრობლემების გარდა, სერიოზული სირთულეები არ შექმნილიყო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ გამოწვევებს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up