ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის ეშინია - კერძო ბიზნესი შაბათს თვითნებურად იხსნება

ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის ეშინია - კერძო ბიზნესი შაბათს თვითნებურად იხსნება

access_time2021-02-03 17:00:01

ბიზნეს სექტორი საკუთარი ულტიმატუმიდან გადახვევას არ აპირებს - ობიექტები შაბათს თვითნებრუად გაიხსნებიან. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთვრობის მხრიდან მუქაირს არ ეშინიათ და თუ ხელისუფლება დაჯარიმებას დაიწყებს პროტესტი მაინც გაგრძელდება.

 

ჩვენ ვერ დაგვემუქრება ქალბატონი თურნავა იმიტომ, რომ ერთი წელია მხოლოდ ამას გავიძახით, რომ ამ სეგმენტს დახმარება უნდა, გვერდში დგომა უნდა, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა, ამიტომ, ქალბატონო თურნავა, ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის  ეშინია. შემოხვალთ და დაგვაჯარიმებთ?! მიიღებთ სრულ ბუნტს საქართველოს მასშტაბით, - თქვა გიორგი მთივლიშვილმა, გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა.

 

ის მთავრობას მოუწოდებს ნებისმიერ ნაბიჯზე და განცხადებაზე დაფიქდნენ. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა დღეს თქვა, რომ წესების დარღვევაზე და დაუმორჩილებლობაზე მკაცრი რეაქცია ექნებათ.

 

შეგნებული ადამიანი პირუტყვს არ მიუდგება ისე, როგორც ჩვენ გვიდგება სახელმწიფო. მიგვატოვა პირდაპირი მნიშვნელობით, - ამბობს ბავშვთა გასართობ ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი ხარებაშვილი.


 

ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რესტორნებთან კიდევ გამართავენ დამატებით შეხვედრებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სფეროსთვის მათი დამატებითი ახსნა-განმარტებები მისაღები იქნება.

 

მიმდინარეობს ბიზნესთან, რა თქმა უნდა, ყოველდღიური კომუნიკაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის მხრიდანაც ყველაფერი არის სწორად აღქმული, ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ გავიგოთ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღესდღეობით ბიზნეს და ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ, მაგრამ საპირწონეთ ჩვენ გვაქვს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლად თვითნებურად გახსნას აპირებს. მათი მხარდამჭერი აქცია უკვე დაგეგმა სირცხვილიამ, რომლებმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შაბათს რესტორნებს ეწვიონ, ხოლო კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში გაიმართება.

 

წყარო: მთავარი არხი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up