„ოპეკი +“-ის ალიანსის ქვეყნების მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია მ/წლის 1 ივლისს. ამავე დროს, ჯერჯერობით არ არსებობს წინადადებები გარიგების გაგრძელების პარამეტრების შესახებ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.
1 ივნისის შეხვედრის შედეგად, ალიანსმა უცვლელი დატოვა გარიგების წინა პარამეტრები, ანუ მონაწილე ქვეყნები ივლისის თვეში ოდნავ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას.
ნოვაკის განცხადებით, რუსეთს აქვს „ოპეკი +“-ის პარამეტრების წინადადებების შეთავაზების სხვადასხვა ვარიანტი ივლისის თვის შემდეგ. შედარებით კონკრეტული გეგმები შემუშავდება შეხვედრის დროისთვის.
„ჩვენ ამას 10 დღეში დავინახავთ. პრინციპში, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი - მივიღოთ ერთი თვის განმავლობაში, ან რამოდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია ასევე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში ნოვაკმა განაცხადა, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზარმა პანდემიის წინა დონეს უნდა მიაღწიოს 2022 წლის შუა რიცხვებში.
oilnews.ge