ნოტრ-დამის ხანძრიდან ერთ წელიწადში სად არიან მილიარდერები?

ნოტრ-დამის ხანძრიდან ერთ წელიწადში სად არიან მილიარდერები?

access_time2020-04-20 20:00:14

ნოტრ-დამის ხანძრიდან ერთ წელიწადში სად არიან მილიარდერები? მაშინ როდესაც გასულ წელს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა, მთელი ერი გლოვობდა. სწორედ მაშინ არაერთმა მდიდარმა ადამიანმა მისი აღდგენისთვის თანხების შეწირვა დაიწყო. იყო ეს Kering-ის დამფუძნებელი ფრანსუა პინო, რომელმაც 100 მილიონი ევრო გამოყო, თუ საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო, რომელმაც 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა და კიდევ სხვა მილიარდერები და კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დონაცია შეაგროვეს.


მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, ახლა კი საფრანგეთის ეკონომიკა საჭიროებს აღდგენას, ვინაიდან ქვეყანაში 11 მაისამდე კარანტინია. ეს კი გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე კათედრალის აღდგენა. შეუძლიათ თუ არა მილიარდერებს და ფილანთროპებს კვლავ ეროვნული და გლობალური კატასტროფის წინააღმდეგ გაერთიანება?


"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩემს გუნდს უამრავი კლიენტი ურეკავდა და ეკითხებოდა, რა გავაკეთო, რას უნდა ვაკეთებდე ახლა?“, – ამბობს Charities Aid Foundations-ის კერძო კლიენტების ხელმძღვანელი მარკ გრიერი.


"ადამიანები, რომლებსაც საპასუხისმგებლო პოზიცია აქვთ, გრძნობენ პარალიზებას. გაიყინნენ, არ იციან რა გააკეთონ, როგორ დაეხმარონ ვითარების გამოსწორებას, რომელ ორგანიზაციაში უნდა გადარიცხონ. რომელი საკვების ბანკია მათ სოციუმში?“, – ამის შესახებ კი იურიდიული კომპანიის Withers-ის წარმომადგენელი ამბობს, რომელიც რჩევებს აძლევს ფილანთროპებს საერთაშორისო დონეზე.



როგორც ჩანს ქველმოქმედები და მილიარდერები ახლა ისე სწრაფად არ მოქმედებენ, როგორც ნოტრ-დამის დროს, როდესაც ხანძრის შემდეგ ძალიან სწრაფად შეგროვდა საჭირო თანხები. იგივე მოხდა ავსტრალიის ხანძრის შემთხვევაშიც, როდესაც მაგალითად ჯეფ ბეზოსმა $690 000-ის დონაცია განახორციელა.


შესაძლოა, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დონაციის, მოულოდნელად გაანალიზეს, რომ ქველმოქმედების ყულაბაში ახლა გაცილებით ნაკლები თანხაა დარჩენილი.


Forbes-ის მიხედვით, მილიარდერების 51%-ის ქონება ბოლო 12 თვეში შემცირდა, მათმა უმრავლესობამ ზარალი მარტში განიცადა. მათი კოლექტიური ქონება 15%-ით შემცირდა... რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში იმ ადამიანებმა, რომელთა ქონებაც $1 მილიარდზე მეტია, დაახლოებით ჯამში $10.2 ტრილიონი დაკარგეს. ამიტომაც, თუ ადამიანები თანხებს კარგავენ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი დარჩენილი თანხით ქველმოქმედებას მიჰყოფენ ხელს.


თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი თანხა გაცილებით უფრო მცირეა უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონებასთან შედარებით: მაგალითად, $8 მილიარდი სჭირდება კორონავირუსის ვაქცინას.


კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 77–მა მილიარდერმა განაცხადა თანხების გამოყოფის შესახებ, მსოფლიო მილიარდერების სიაში კი 2 095–ი ადამიანია.


forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up