ნოტრ-დამის აღდგენას 15 წელი და ასობით მილიონი ევრო დასჭირდება

ნოტრ-დამის აღდგენას 15 წელი და ასობით მილიონი ევრო დასჭირდება

access_time2019-04-17 20:00:47


16 აპრილს, ნოტრ-დამის ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, ტაძრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანდრე ფინომ განაცხადა, რომ ზარალის შეფასებას შესაძლებელია  წლები დასჭირდეს.


ცნობილია ზოგადი სურათი - ცეცხლმა გაანადგურა ხის შიდა კარკასი და ინტერიერი, დაზიანებულია სამიდან ერთი,  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ორღანი. განადგურებულია გარე ფასადის საათები.


ამ ეტაპზე უცნობია ტაძრის ფანჯრების ვიტრაჟების მდგომარეობა.


შენარჩუნდა ფასადი და 2 კოშკი, გადარჩა რელიკვიები და ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ხანძრის შემდეგ  პარიზის მერიაში გადაიტანეს და ამ დღეებში ლუვრში  განთავსება.


ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში  ორშაბათს , ტურისტებისთვის დახურვიდან რამდენიმე წუთში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18.00-ზე გაჩნდა.


ცეცხლი  შენობის ცენტრალური ნაწილის სახურავს და კოშკს გაუჩნდა, ეს ყვლაფრი  1 საათში ჩამოინგრა, შემდეგ კი სახურავიც მთლიანად  ჩამოიშალა.


ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა რომელშიც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა,  ეს სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და    2022 წელს უნდა დასრულებულიყო.


რემონტის დაწყებამდე ტაძრის ფასადიდან 16 ქანდაკება  მოიხსნა - 12 მოციქული და 4 ტეტრამორფი (გამოგონილი ფრთოსანი არსება 4 სახით).


  ხანძრის ჩაქრობა მთლიანად  მხოლოდ 16 აპრილის დილისთვის მოხერხდა. ადგილზე მუშაობდა 440 მეხანძრე, სამუშაოებს ართულებდა ისიც, რომ  შეუძლებელი იყო სახანძრო ვერტმფრენების გამოყენება - სპეციალისტების აზრით, დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს შეეძლო ტაძრის კონსტრუქციის  მთლიანად ჩამოშლა.


პარიზის პროკურორის რემი ეიცის თქმით, ან ეტაპზე არ არსებობს რაიმე დასაბუთებული ეჭვი, რომ ხანძრის მიზეზი  ცეცხლის წაკიდება იყო.  ძირითად ვერსიად შემთხვევით აალება რჩება . თუმცა, პროკურატურა მომხდარის მიზეზების გამოსავლენად  მოწმეების დაკითხვას აგრძელებს.


რამდენი დრო დასჭირდება ნოტრ-დამის რესტავრაციას?



ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენი დრო დასჭირდება ტაძრის აღდგენას. სარესტავრაციო კომპანია SOCRA-ს წარმომადგენელმა პატრიკ პალემმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საუბარია 15-20 წელზე.


გასაგებია, რომ დანგრეული და დამწვარი ტაძრის აღდგენა გაცილებით უფრო რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იქნება.


პალემის თქმით, რეკონსტრუქციას დასჭირდება ძალიან დიდი თანხები - ასობით მილიონი ევრო.


ფულის შეგროვება უკვე დაიწყო - დედაქალაქის რეგიონის ილ-დე-ფრანსის ადმინისტრაციამ უკვე გამოყო სარემონტო სამუშაოებზე 10 მლნ. ევრო. თავიანთი წვლილი ტაძრის აღდგენაში შეაქვთ ბიზნესმენებს - პინოების ოჯახმა, რომელიც ფლობს ჰოლდინგებს Artemis და Kering-ს გაიღო 100 მლნ.,  ხოლო Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელმა ბერნარ არნომ - 200 მლნ. ევრო.


ტაძრის აღდგენაში ფინანსურ მონაწილეობას აპირებს ასევე იუნესკოც.


ექნება თუ არა ხანძარს პოლიტიკური შედეგები?


ხანძარმა ნოტრ-დამში შეცვალა საფრანგეთის პოლიტიკური დღის წესრიგი.


პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადადო გამოსვლა პარლამენტში, რომელშიც უნდა ესაუბრა დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლების შედეგად ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევა. გამოსვლის ახალი თარიღი ჯერაც არაა დანიშნული.


16 აპრილს სახელისუფლებო პარტიამ „წინ, რესპუბლიკა!“, განაცხადა, რომ დროებით წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას ევროპარლამენტის არჩევნების წინ.


„ჩვენ  ვგლოვობთ და ჩვენი კანდიდატები არიან სოლიდარულები ფრანგ ხალხთან ამ ეროვნული ერთობის მომენტში. ჩვენ დროებით ვწყვეტთ წინასაარჩევნო კამპანიას“ - განაცხადა პარტიული სიის პირველმა ნომერმა ნატალი ლუაზომ.


16 აპრილს მაკრონმა მადლობა გადაუხადა 500 მეხანძრეს, რომელმაც  შენობის ძირითადი კონსტრუქცია გადაარჩინა  და უარესი სცენარი  თავიდან აიცილა. .


პრეზიდენტმა  ხალხს გაერთიანებისა და საფრანგეთის სიამაყის, ნოტრ-დამის  ერთიანი ძალებით აღდგენისკენ მოუწოდა

„ჩვენ ავაშენებთ  მას თავიდან, რადგანაც ნოტრ-დამი არის ჩვენი საერთო მემკვიდრეობა. რესტავრაციაში  მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან.


ოპოზიცია ჯერ არ ჩქარობს ამ ინციდენტის გამოყენებას ხელისუფლებაზე შეტევისთვის. ფრანგ ხალხთან სოლიდარობის შესახებ ყველა ძირითადმა ოპოზიციური პარტიების ლიდერმა განცხადება გაავრცელა.


სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება, რადგანაც ნოტრ-დამის ხანძარი გახდა ნამდვილი შოკი  და ამ ტრაგედიის პოლიტიზების მცდელობა ოპოზიციას თავად ძვირი დაუჯდება  .


ამ ეტაპზე ხანძრის პოლიტიკური შედეგები  მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლის გადავადებით შემოიფარგლა


პოლიტოლოგ არნო დიუბენის თქმით, სავარაუდოდ, ამ ინციდენტის გამო შეტევა ხელისუფლებაზე არაა მოსალოდნელი.


„ამ შემთხვევაში თავდასხმის და კრიტიკისთვის არ არსებობს რაიმე მიზეზი. სავარაუდოდ, ეს იყო არა ტერაქტი, არამედ რაღაც გაუფრთხილებლობა და ეს არ იძლევა ხელისუფლების დადანაშაულების საშუალებას. შესაძლებელია გარკვეული შენიშვნები იყოს დღევანდელი თუ წინა მთავრობის მიმართ რემონტში არასაკმარისი თანხების ჩადების გამო,  თუმცა ეს არანაირად არ იმოქმედებს მაკრონის რეიტიგნზე,“ - თვლის პოლიტოლოგი.


მისი თქმით,  ხანძრისგან მიღებულმა შოკმა შესაძლებელია გამოიწვის ცვლილებები ფრანგების მოქალაქეობრივ შეგნებაზე და  მათი უფრო მეტად შეკავშირება გამოიწვიოს.


RBC






კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up