ნორვეგიულმა კომპანიამ უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის სერტიფიცირებაზე

ნორვეგიულმა კომპანიამ უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის სერტიფიცირებაზე

access_time2021-01-04 18:40:00

ნორვეგიულმა კომპანია Det Norske Veritas GL-მა უარი თქვა შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ხომალდისა და მასზე არსებული მოწყობილობისათვის. DNV GL-ის განცხადების თანახმად, ნორვეგიული კომპანია საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით წყვეტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შემოწმებასთან დაკავშირებულ ყველა სახის საქმიანობას, ვიდრე სანქციები ძალაში იქნება.



კომპანია DNV GL-მა უკვე მოქმედი „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და მშენებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პარტნიორმა, ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციების გამო ვეღარ განახორციელებს გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე მილების გამყვანი გემების მოწყობილობის შემოწმებისა და ტესტირების მომსახურებას.



გაზსადენის ინსპექცია და სერტიფიცირება აუცილებელია მისი ფინალური, დანიის მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომელიც ჯერ არ დაწყებულა.



ზღვის ფსკერზე მილების გამყვანმა რუსულმა ხომალდმა „ფორტუნამ“, სხვა ორი რუსული გემის მხარდაჭერით, დანიის სექციის მშენებლობა უნდა დაიწყოს 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან. მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 126 კილომეტრს.




დღეისათვის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის 90% დასრულებულია.



დეკემბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, თავდაცვის სფეროს დაფინანსების გარდა, მოიცავს სანქციებს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ.



„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენმა ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას რუსეთიდან გერმანიამდე. ვარაუდობდნენ, რომ მილების ჩაწყობა 2019 წელს დასრულდებოდა. მაგრამ სამუშაოები შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა პროექტის მონაწილეთა მიმართ სანქციების პაკეტი მიიღო.



აშშ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროექტს, აცხადებს, რომ ის ევროპას ზედმეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთის გაზზე და მოსკოვს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე, რომლის ტერიტორიის გავლითაც მიეწოდება ამჟამად გაზი ევროპას. სანაცვლოდ ვაშინგტონი ბრიუსელს ამერიკულ ენერგომატარებლებს სთავაზობს.



რუსეთი, გერმანია, ავსტრია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა, რომელთა კომპანიები მონაწილეობენ გაზსადენის მშენებლობაში, ამტკიცებენ, რომ საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესპროექტს.



www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up