ნორვეგიაში შრომისუნარიანი მოსახლეობის უმუშევრობის რეგისტრირებული მაჩვენებელი 10.8%-ია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამ მაჩვენებელში იგულისხმება მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.
ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 11.4%-ს შეადგენდა. აპრილის დასაწყისში კი, 15.4%-საც კი აღწევდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკა $8.5 ტრილიონით დაეცემა, რის გამოც 34 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება.
წყარო:imedinews