ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ. ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება.
„გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა ანგარიშებმა დაადასტურა, რომ ვაქცინის საერთო უკუჩვენებები იყო ტემპერატურის მატება და გულისრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია ზოგიერთი ასაკოვანი პაციენტის გარდაცვალება, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
სააგენტოს წარმომადგენელმა, სტეინარ მადსენმა ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაციას აცნობა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა მოხალისეებს შორის დაფიქსირდა 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
„ეს შემთხვევები განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი არ გახლავთ. სრულიად აშკარაა, რომ ამ ვაქცინას ძალიან მცირე რისკფაქტორი ახლავს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როცა საუბარია ასაკოვან პაციენტებზე, სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობით“ - განმარტავს ის.
ევროკომისიამ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BioNtech-ის მიერ შემუშავენული ვაქცინის გამოყენების უფლება გასული წლის 21 დეკემბრიდან გასცა. 6 დღეში ამ პრეპარატით ევროზონაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი და შვეიცარია შეთანხმდნენ კოორდინირებულ მოქმედებებზე, რათა ვაქცინაციის ოპტიმალური გრაფიკი შეემუშავებინათ.
ნორვეგიაში ვაქცინაცია ამ პრეპარატის მეშვეობით 27 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანაში პირველები, ვისაც ვაქცნინაცია ჩაუტარდათ ოსლოს ერთერთი მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებლები იყვნენ. ერთ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ორი მათგანი, ვაქცინის შემდეგ გარდაიცვალა. შემდეგ კი კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც მთავრობაში აცხადებდნენ, მათი გარდაცვალება შესაძლოა არც ყოფილიყო დაკავშირებული ვაქცინასთან. ამჟამად, მოხალისეების გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
RBC.RU
მარიამ მორგოშია