ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივისგანხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ისპირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრადგადასცა. ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციისმოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრომეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივიცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებით, პრინტერებითა და მოტოროლასრადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით დაკომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლებისდაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.
JTEC-ის შტაბში გამართულ ღონისძიებას საქართველოსთავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელაჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ნორვეგიისსამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაქართველოში ელენ სენდ ანდერსენი დაესწრნენ.კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზეიმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა დასამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბხვიჩია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკინორბერტ ჰესი, JTEC-ის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებისჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კენეტ ბაკენი დათავდაცვის უწყების წარმომადგენლები.
ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა JTEC–ის ჩამოყალიბებასადა დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციაში დასახული მიზნისმიღწევაში - გამხდარიყო მოწინავე ცენტრი როგორცწვრთნების, ისე შეფასების მიმართულებით საქართველოსთავდაცვის ძალების მასშტაბით.