ნორვეგია ეკოლოგიური ეკონომიკის განვითარებაში 3,6 მილიარდი კრონის (369 მილიონი დოლარი) ინვესტიციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„პანდემიისას შექმნილმა კრიზისმა ტრანსფორმაციის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი გახადა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.
ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის ლობისტი სახელწიფო სააგენტო Enova SF 2 მილიარდ კრონას განკარგავს, დანარჩენი თანხა სამეცნიერო პროექტებს მოხმარდება.
ინვესტიციები განხორციელდება წყალბადის ენერგიის, აკუმულატორების ტექნოლოგიების, ოკეანის ქარის ელექტროსადგურების და საზღვაო ინდუსტრიის მიერ წყლის დაბინძურების შემცირების მიმართულებით.
ნორვეგია, რომელიც 50 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის წყალობით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდა, ცდილობს, რომ მისი ეკონომიკა მაქსიმალურად ნაკლებად იყოს დამოკიდებული ნავთობზე და შექმნას მწვანე ენერგიის განვითარების მეტი შესაძლებლობები.
Imedinews