„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“

„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“

access_time2020-04-03 10:00:16

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გუნდს ანტიკრიზისულ გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი დაიწუნა, საკუთარი კი არ წარუდგენია. მოსახლეობისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ პრობლემას გაუმკლავდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკას მიადგება.

 

ეკონომიკურ გეგმას, სადაც საქართველოს მთავრობის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება გაწერილი ელოდებიან ეკონომიკის ექსპერტებიც. ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო. მისი განმარტებით, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს არის ეპიზოდური და ეკონომიკაში ჩარევა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ელოდება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მაკალათიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნება და ვირუსის ნაცვლად ადამიანებს ბოლოს შიმშილი მოუღებს.

 

საქართველოს მთავრობას პირველ რიგში ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის შეღავათები უნდა დაეწესებინა. სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად უნდა დაწესდეს საგადასახადო ამნისტიები. უნდა შეაჩერონ საპენსიო ფონდის მუშაობა, რადგან ამ პირობებში ღირსეული სიბერე კი არა სიბერის ალბათობაც მცირდება. მოსახლეობას და ბიზნესს თუ შეღავათებს დაუწესებენ, ეს უნდა გაკეთდეს თავიანთი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, მინიმალურ დონეზე დაყვანით. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დიდ თანხას გვირიცხავს, ეს ფული კი ეფექტურად უნდა განაწილდეს და სისულელეებში არ უნდა დაიხარჯოს. გასაგებია, რომ ჯანმრთელობის კუთხით იზოლაციაში ვართ, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ  შიმშილმა სული ამოხადოს ადამიანებს და არა ვირუსმა.  ვისაც შემოსავალი არ აქვს და დანაზოგიც უმთავრდება იმ ადამიანებმა რა ქნან, იმათ სტატისტიკას ხომ არ აღვრიცხავთ ვინც შიმშილით დაიღუპება? უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ 21 აპრილის შემდეგ. ძალიან კარგი იყო ჰონკონგის მაგალითი, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული იზოლაცია, ვისაც შეუძლია იმუშაოს ონლაინ. მაქსიმალური კონტროლით და სწრაფი ტესტების გამოყენებით ეკონომიკა მინიმალურ დონეზე მაინც უნდა შეენარჩუნებინათ, რათა სიღარიბემ არ მოუღოს ბოლო ადამიანებს“, - განმარტავს ირაკლი მაკალათია.

 

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობაში არ არიან დარწმუნებულები, რომ სამსჯავროზე ჭკვიანურ გეგმას გამოიტანენ. მისი თქმით, ხელისუფლების დაგვიანებული ქმედებები აჩენს განცდას, რომ მთავრობაში არ იციან, რა უნდა გააკეთონ იმისთვის ქვეყანამ არსებული კრიზისი დაძლიოს.


 

„როდესაც  დოკუმენტს გაასაჯაროვებენ დაიწყება ამ გეგმის განხილვა და რა თქმა უნდა კრიტიკაც, ალბათ ამის ეშინიათ, რაც თავისთავად ცუდია იმიტომ, რომ ესეთ მომენტებში მნიშვნელოვანია მთავრობის ლიდერობა. რა თქმა უნდა, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება დაგვიანებულია. ახლა დამაჯერებლობაა მთავარი. თითოეული დაგვიანებული დღე ცუდია, აჩენს რწმენას, რომ არ იციან რას აკეთებენ“,- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

 

როგორც ფინანსისტი ამბობს, საკონსულტაციო კომპანიებმა საქართველს მთავრობას კარგი დოკუმენტები შესთავაზეს. მისი თქმით, ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების შერბილება, ფისკალური თვალსაზრისით გადასახადების დაწევა, საპენსიო ფონდიდან თანხის დაბრუნება კარგი ინიციატივებია. გიგი ბედინეიშვილი კომერსანტთან იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს რომელიც ხელისუფლებამ ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად უნდა გადადგას.

 

საქართველოს მთავრობამ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს: პირველი -არის ის თუ როგორ შეიძლება მართლა გადავარჩინოთ კომპანიები და ადამიანები სამუშაოს მასიური დაკარგვისგან და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი უმუშევრობის მასიურად ზრდისგან.  ფისკალური პოლიტიკის კუთხით აუცილებელია გადასახადების დაწევა, საპენსიო ფონდიდან თანხების გამოხმობა. მონეტარული თვალსაზრისით,მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან და სხვა დონორებთან ერთად ინტენსიური და ეფექტური მუშაობა, რათა რეზერვები შევივსოთ და დონორებისგან თანხები წამოვიღოთ იმისთვის, რომ ლარი არ გვექცეს. ეს არის ორი მიმართულება რასაც უნდა მიხედონ. ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სავალდებულო რეზერვების მოთხოვნა უნდა შეუმციროს და ლიკვიდურობის მოთხოვნა დაწიონ, რადგან კომერციულმა ბანკებმა  შეძლონ მხარი ბიზნესებს  დაუჭირონ, რათა სესხების მომსახურება ბიზნესს გადაუვადონ ,  მოკლევადიანი საკრედიტო ხაზები გაუხსნან და ა.შ. ალბათ აპირებენ ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზრდას,მიაჩნიათ, რომ ეს კარგია ეკონომიკისთვის, სისულელეა რა თქმა უნდა. ახლა ინფრასტრუქტურა მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს. მიაჩნიათ, რომ ინფრასტრუქტურაში ფულის ხარჯვა ეკონომიკას აცოცხლებს, რაც არასწორი მიმართულებაა“ , განმარტავს ფინანსისტი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up