„ქიბარ ხალვაშის უკან მდგომი ხელისუფლება ცდილობს, ვიღაცას სასწრაფოდ მიჰყიდოს “რუსთავი 2“ - ანა დოლიძე

„ქიბარ ხალვაშის უკან მდგომი ხელისუფლება ცდილობს, ვიღაცას სასწრაფოდ მიჰყიდოს “რუსთავი 2“ - ანა დოლიძე

access_time2019-08-12 15:30:09

„ ქიბარ ხალვაშის უკან მდგომი ხელისუფლება ცდილობს ვიღაცას სასწრაფოდ მიჰყიდოს  “რუსთავი 2“ და თითქოსდა ნულიდან დაიწყონ ახალი ტელევიზიის შექმნა. ნორმალრი ინვესტორი რატომ გადაიხდის ფულს ქონებაში, რომელზეც ნებისმიერ დროს შეიძლება ითქვას, რომ  არის “ტოქსიკური“. ერთადერთი ეს შეიძლება დასჭირდეს იმას,  ვისაც ის უნდა არა  როგორც ქონება და ბიზნესი, არამედ უბრალოდ უნდა, რომ გაჩერდეს რუსთავი 2,  როგორც კრიტიკული ტელევიზია.“ - ასე აფასებს ანა დოლიძე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას რუსთავი 2 ის გაყიდვასთან დაკავშირებით.


ტელევიზიის გაყიდვის შესახებ  განცხადება ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. “გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით“,  წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში. 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე “კომერსანტთან“ საუბრობს ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგეგებზე.

მისი თქმით არცერთი ინვესტორი არ გადაწყვეტს თანხა ჩადოს ისეთ ტელევიზიაში რომლის ირგვლივაც ამდენი კითხვს ნიშანი და გაურკვევლობაა. იურისტი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად „ტოქსიკურ ქონებას“ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ ეყოლება.


„საკუთრებითი სამართლიდან რომ შევხედოთ რუსთავი 2, დღეს ის არის „ტოქსიკური ქონება“ -  ეს არის ქონება, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. მათ შორის მთავარი კითხვის ნიშანი არის ის, რომელზეც პროკურატურამ აგერ უკვე 7 წელია პასუხი ვერ გასცა იმას, რომ  ამ ტელევიზიაში არის აქიმიძის და დვალის თვისებრივი წილი.  მთავრი კითხვაა, თუ ვისია ეს საკუთრება და ქონება, ვის რამდენი უფლება აქვს მასზე. ის ვინც შეიძენს რუსთავი 2-ს დღეს ან ხვალ,  მან წინასწარ უნდა იცოდეს,  რომ ყიდულობს „ტოქსიკურ ქონებას“  და ვერ ამოეფარება უკან თავის გამართლებას, რომ ის იქნება კეთილსინდისიერი შემძენი, ეს ცალსახაა. ამის უცებ გადაყიდვა იქნება საეჭვო იმიტომ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მილიონებს ჩადებს ქონებაში მას  ენდომება, რომ იყიდოს სუფთა ქონება. რუსთავი 2 დღეს გაკოტრებაშია, თავისთავად მისი საკუთრების საკითხი არის “ტოქსიკური“, ანუ გაურკვეველია. იმ პირობებში,  როცა გვარამიას მიმართ ბრალეულობა დაიწყო ორი კვირის ვადაში, კიდევ უფრო საეჭვოა ის, რომ პროკურატურას ბრალეულობა აქიმიძე-დვალის ნაწილში უკვე 7 წელია არ აქვს დაწყებული.



ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მცდელობა, რომ ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენის მეშვებით დახურონ ეს პრობლემური საკითხები. მაგრამ იმ პირობებში, რომ უამრავი კითხვები არსებობს საკუთრებასთან დაკავშირებით, ვერავის მომავალში ვერ ექნება პრეტენზია“ - აცხადებს ანა დოლიძე.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას ან მასთან ასოცირებულ ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ იყიდონ რუსთავი 2.


ამით ქმნიან სიტუაციას, თითქოს იმიტომ კი არ დაიხურა რუსთავი 2, რომ არ უნდოდათ კრიტიკული აზრი, არამედ იმისთვის, რომ ინვესტიციები მოეზიდა ვიღაცას და ეკონომიკურად გადაერჩინა. ეს რამდენად მართალია არავინ არ იცის. ერთადერთი საშუალებაა, რომ გამოაქვეყნოს ქიბარ ხალვაშმა ეს დოკუმენტები, რაზეც ლაპარაკობს და დამოუკიდებელმა აუდიტორებმა, ეკონომისტებმა და ფინანსისტებმა ახსნან, თორემ სინამდვილეში კომპანიის შიგნით მას რა სიტუაცია და რა ვალები დახვდა , ეს არავინ არ იცის. ეს ჰგავს ხელისუფლების ძველ თამაშს და ნიშნავს იმას, რომ მას სურს ხელიდან მოიცილოს ეს ქონება, რომელიც სჭირდებოდა მარტო იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის წაერთმია რუსთავი 2.,  ამბობს ანა დოლიძე.


მარიამ მორგოშია

 







სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up