„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

access_time2020-08-12 17:20:01

„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული ბანკებს დამატებითი ლარის რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა შეძლებს თუ არა ზარალზე გასული კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს. თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საოპერაციო მოგება კომპანიას დადებითი აქვს და სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თავის ყველა ვალდებულებას მოემსახუროს.



„ობლიგაციონერების კუთხით რაიმე შეფერხებას არ ველოდებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ზარალზე გავიდა, ძირითადად ეს ცვეთის გამო და საბუღალტრო სტანდარტის შეცვლის მიზეზით მოხდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ საოპერაციო მოგება კომპანიას დადებითი აქვს და სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თავის ყველა ვალდებულებას მოემსახუროს. შესაბამისად, ის სტაბილური და მდგრადი კომპანიაა, რომელსაც რეიტინგში ცვლილი არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ბუღალტრულ ზარალს კომპანიის მდგრადობასთან კავშირი არ აქვს“, - განმარტავს მერი ჩაჩანიძე.


აღსანიშნავია, რომ 2019 წელს „ნიკორას“ წლიური ზარალი 8.2 მლნ ლარს შეადგენდა, 2018 წელს არსებული თითქმის 7 მილიონიანი მოგების შემდეგ. მთლიანობაში კომპანიისთვის მიკუთვნებული ზარალი 6.33 მლნ ლარია. ფინანსური და არასაოპერაციო ხარჯები ჯამურად 134.1%-ით, 19.8 მლნ ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებულია საიჯარო ვალდებულების საპროცენტო ხარჯით (9,821 ათ. ლარით) და სავალუტო სხვაობებით გამოწვეული ზარალით (ჯამურად 8,334 ათ. ლარით ხარჯის ზრდით, მათ შორის საიჯარო ვალდებულების გადაფასებით მიღებული საკურსო სხვაობა 6,228 ლარით ზარალით).


თეგები:
ნოკორა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up