Nokia სათავეში ჩაუდგა კომპანიების ჯგუფს, რომელიც ახალი თაობის ტექნოლოგიას 6G-ს განავითარებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
პროექტის სახელწოდებაა Hexa-X-ი და მას ევროკავშირი აფინანსებს.
განისაზღვრა, რომ 6G იმუშავებს ტერაჰერცულ სიხშირეზე და კავშირს უზრუნველყოფს. არის მოლოდინი, რომ ტექნოლოგია 2030 წელს ამუშავდება.
Bloomberg-ი წერს, რომ 5G ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია, თუმცა რიგი ქვეყნები 6G ტექნოლოგიაზე მუშაობენ.
ამასთან ანალოგიური პროექტი აშშ-ში აქვს Next G Alliance და O-RAN Alliance-ს. ჩინეთში 6G-ს განვითარებას ხელისუფლება აფინანსებს.
imedinews.ge