ფინური კომპანია Nokia საფრანგეთში მდებარე შვილობილი კომპანიის, Alcatel-Lucent International-ის 1 233 თანამშრომელს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ France 24 წერს.
კომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში რეზონანსული აღმოჩნდა და პოლიტიკური შეფასებების საგანიც კი გახდა, ვინაიდან Nokia-მ გაერთიანება 5 წლის წინ იმ პირობით იყიდა, რომ სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებდა.
კომპანიაში გადაწყვეტილებას ხარჯების შემცირების საჭიროებით ხსნიან. Nokia-ს მესვეურებმა აპრილში განაცხადეს, რომ წელს 500 მილიონ ევრომდე ხარჯის დაზოგვას გეგმავენ.
Imedinews.ge