ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

access_time2020-10-22 17:00:34

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.

 

მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.

 


„პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება. ზუსტად არ გიჩვენებს, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს. როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. გარკვეულად მივყვებით ამ პროგნოზს, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს, გეტყვით პირდაპირ და ამიტომ, ახლა კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში, პიკის დროს იქნება 3-4 ან თუნდაც 5 ათასი, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს
access_time2021-07-30 19:00:46
აშშ–ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ირგვლივ შეთანხმება რუსეთს გაზის პირდაპირ დასავლეთ ევროპაში მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.   შესაძლოა, ამ გარიგებით ბაიდენმა გერმანიასთან ურთიერთობები მოაწესრიგა, მაგრამ მეტს ვერაფერს მიაღწევს. „ჩრდილოეთის ნაკადი –2“ მცდარი პროექტია, რომელიც გერმანიის მთავრობას შეასუსტებს  და ევროპას რუსული აგრესიის წინაამღდეგ გაცილებით უფრო მოწყვლადს გახდის.   ახალი მილსადენი  რუსული...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...


მსგავსი სიახლეები

up