ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 4.0 მლნ ლარით შემცირდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2020 წლის ნოემბრის „თვის მიმოხილვაში“.
ვადაგადაცილებული სესხების 32.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით 56.1 პროცენტამდე გაიზარდა.