ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 33,1%-ით გაიზარდა

ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 33,1%-ით გაიზარდა

access_time2016-12-14 14:34:56

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 33,1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 58 721 ერთეული შეადგინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში 2016 წლის ნოემბერი ცალსახა ზრდით ხასიათდება.

 

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2,4%-ით გაიზარდა. კლება დაფიქსირდა პირველადი (5,2%), ხოლო ზრდა მეორადი (5,2%) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

 

„აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (73.9%-ით), ისე მეორადი (23.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 14 410 ერთეული შეადგინა ,საიდანაც 9 609 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა.


 

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 44 311 ერთეული შეადგინა, საიდანა 3 319 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 592 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

 

 



„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ ლარის კურსი 2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“

„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-12 12:21:39
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 12:30 საათისთვის ლარი 2,8650  ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11  დეკემბრის დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2028  ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო  შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს
access_time2019-12-12 09:05:03
TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს       საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან  ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის...


მსგავსი სიახლეები

up