ნოემბერში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით სარფმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გადაუსწო - „თიბისი კაპიტალი“

ნოემბერში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით სარფმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გადაუსწო - „თიბისი კაპიტალი“

access_time2022-12-23 13:30:57

ნოემბერში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით სარფმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გადაუსწო - ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის კვლევაშია მოცემული. კვლევის მიხედვით, შემოდგომაზე, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ საქართველოში ტრადიციულად იკლო. გარდა ამისა,  2022 წლის ნოემბერში დაფიქსირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 



2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორთა საჰაერო გზით გადაადგილებამ  2019 წლის ნოემბრის დონეს 9%-ით გადააჭარბა. სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა კი მთლიან მოგზაურობებში 72%-ს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლების 70%-ით აღდგენაა.



საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, განსაკუთრებით შეიცვალა ნოემბერში, სარფმა (თურქეთის საზღვარი) გადაუსწრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და მთლიანი შესვლის 25% შეადგინა. 2022 წლის ნოემბერში ვიზიტორთა რაოდენობით სარფის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სიდიდით მეორე ადგილზე იყო 19%-იანი წილით.




საერთაშორისო მოგზაურობების განაწილება სხვა საზღვრებით ასეთია: ყაზბეგი (რუსეთის საზღვარი) – 18,6%, სადახლო (სომხეთის საზღვარი) – 16,3%, ქუთაისის აეროპორტი – 4,1%, ბათუმის აეროპორტი – 3,5%, წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) – 3,1 %. ამ შვიდი საზღვრიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოგზაურობის ჯამმა შეადგინა ყველა მოგზაურობის 90%.



მთლიან ვიზიტორებში  მამრობითი სქესის ვიზიტორების წილი 70%-ია.



2022 წლის ნოემბერში მეზობელი ქვეყნების წილი საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობაში 71%-ს შეადგენდა, რაც უმნიშვნელოდ შემცირდა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. სომხეთი შედარებით სტაბილურია მთლიანი ვიზიტორების წილის მხრივ და თითქმის აღწევს 2019 წლის მაჩვენებელს, ხოლო აზერბაიჯანის წილი რჩება დაბალ დონეზე - 3%. რუსეთის და თურქეთის მაჩვენებელი 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს აჭარბებს.



ევროკავშირი+დიდი ბრიტანეთის წილმა შეადგინა 4%.  მათ შორის გერმანიამ (16%), პოლონეთმა (13%), დიდმა ბრიტანეთმა (8%), საფრანგეთმა (8%) და ლატვიამ (7%) საერთაშორისო ვიზიტორი დაარეგისტრირეს.



ახლო აღმოსავლეთი შეადგენდა ვიზიტორთა საერთაშორისო რაოდენობის 2%-ს, მცირედი ზრდაა 2019 წლის ნოემბრის 1%-დან. ახლო აღმოსავლეთს ძირითადად წარმოადგენდნენ შემდეგი ქვეყნები: საუდის არაბეთი (32%), ქუვეითი (15%), იორდანია (13%), არაბთა გაერთიანებული საამიროები (11%) და ეგვიპტე (8%).





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up