ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდამ პანდემიამდელ დონეს 51%-ით გადააჭარბა

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდამ პანდემიამდელ დონეს 51%-ით გადააჭარბა

access_time2022-12-23 18:30:35

2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდამ 2019 წლის დონეს 51%-ით გადააჭარბა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.


კვლევის მიხედვით, საგრძნობლად გაიზარდა მეზობელი ქვეყნების წილი საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავლებში და 58%-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ნოემბერში პანდემიამდელ დონეს 6 პროცენტით აჭარბებს. ასეთი განსხვავების მთავარი მიზეზი რუსეთის წილის მნიშვნელოვანი ზრდაა.


სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან პანდემიამდელ დონეს, ხოლო შემოსავლები თურქი ვიზიტორებიდან თითქმის უტოლდება 2019 წლის დონეს.



უკრაინის წილი საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავლებში კვლავ აჭარბებს პანდემიამდელ დონეს. ისრაელის ტურისტებისგან მიღებული შემოსავლების წილი კი ოდნავ ჩამორჩება 2019 წელს.


ევროკავშირის წილი საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავლებში 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება და 6%-ს შეადგენს.


2022 წლის ნოემბერში საუდის არაბეთის წილმა გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს და შეადგინა 1%.


რაც შეეხება სასტუმროებს, 2022 წლის 11 თვეში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 51% შეადგინა და 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო: ტურისტული ვიზიტების აღდგენით, საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობის ზრდით (4-დან 6 ღამემდე) და აქტიური შიდა ტურიზმით. 2022 წლის 11 თვეში, დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა $111 შეადგინა, რაც 2019 წლის ფასს 10%-ით ჩამორჩება. 2023 წელს დიდ სასტუმროებში მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი $124-ია.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up