2022 წლის ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1,747 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.6 პროცენტით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე - 1,473 მლნ ლარზე.
2022 წლის ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 35.3 პროცენტით, ხოლო ხარჯები 9.8 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 299.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო განისაზღვრა 25.7 მლნ ლარით.
2022 წლის ოქტომბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღგ-დან მიღებულმა შემოსავალმა 12.4 პროცენტიანი კონტრიბუციით მთლიან ზრდაში.